"ნაპოლი" მიყვარს, ხვიჩა აღმაფრთოვანებს" - "ანტალიასპორის" მწვრთნელი ნური შაჰინი დღევანდელ მატჩამდე "კვარაზე" საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფება. "პარტენოპეი" დღეს ქალაქ ანტალიაში ადგილობრივ "ანტალიასპორს" დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე CalcioNapoli24-მა ინტერვიუ ცნობილ თურქ ფეხბურთელ ნური შაჰინთან ჩაწერა, რომელიც ამჟამად სწორედ ნეაპოლელთა დღევანდელი მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელია. 

შაჰინს კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი გუნდის, "დორტმუნდის", მადრიდის "რეალის", "ლივერპულის" ფორმა მოურგია და რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ის "კვარაზე".

"რას ვფიქრობ დღევანდელ "ნაპოლიზე"? - ეს გუნდი მიყვარს! მათი დიდი ფანი ვარ და სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, ამ სეზონში მსგავს მაღალ დონეს თუ აჩვენებდნენ.

კვარაცხელიათი აღფრთოვანებული
ვარ! ის ჯერ კიდევ "რუბინში" შევამჩნიე და "ნაპოლიმ" მისი სახით დიდებული გარიგება დადო!

"პარტენოპეი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს! ძალიან შემტევი, გაბედული, დიდი თავდაჯერებულობითა და თავმოყვარეობით. სპალეტი ძალიან თანამედროვე მწვრთნელია. ისინი პირველები არიან სერია A-ში და ამას იმსახურებენ", - თქვა შაჰინმა. 

შეგახსენებთ, რომ "ანტალიასპორისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 

alt"სირცხვილია! ხვიჩა ბრაზილიელი ან არგენტინელი უნდა იყოს, მას არ ჰყავს ნაკრები, რომელიც..." - მარკოლინი "კვარაზე" და საქართველოს ნაკრებზე

altმატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეგობრებო,იუთუბიზე, ლაივ ჯე გადმოსცემს რეპორტაჟს,ქართული კომენტარებით.ასე რომ იჩქარეთ!
სოსო
22:07 07-12-2022
0
Სად ვუყუროოოოთ.თქვით.
Გლახუნა
20:23 07-12-2022
0

სიახლეები პოპულარული