"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს

AutoSharing Option
"სოჭის" მფლობელობაში მყოფ ნახევარმცველ ალექსანდრ კოვალენკოს, რომელიც იჯარით ახლა "კრილია სოვეტოვში" თამაშობს, მიაჩნია, რომ სამარულ კლუბში მის თანაგუნდელს, 18 წლის სერგეი პინიაევს, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია:

"პინიაევი ორივე ფეხით სწრაფად და ძალიან მკვეთრად თამაშობს! თუ მცველი მასთან 1-1-ზე რჩება, შანსი არ აქვს! შეხედეთ ხვიჩას - რამდენს იტანს და შედეგიან გადაცემას აკეთებს ის. ვფიქრობ, სერიოგას უფრო მეტი შეუძლია", - ამბობს კოვალენკო.

პინიაევის მოქმედი კონტრაქტი სამარის კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt-ი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ვინგერმა "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
პინიაევმა ამ სეზონში 15 თამაში ჩაატარა კრილია სოვეტოვში და 4 გოლის კვალად,ორი პასიც გაუკეთებია.დაუსახელებიათ,წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.2 ნოემბერს გამხდარა 18 წლის და რა თქმა უნდა ამ ასაკში ეს კარგი შედეგია,მაგრამ უამრავი ახალგაზრდის აფეთქება და ჩაქრობა გვინახია.ხვიჩაზე ალბათ ნიჭიერებიც გვახსოვს საქართველოში,მაგრამ აღარც ისინ ჩანან სადმე.მთავარია როგორი აქვს,განვითარების რესურსი და ნებისყოფა.რა თქმა უნდა საფეხბურთო ინტელექტიც მნიშვნელოვანია.ჭანტურიაზე კარგი სასტარტო პოზიცია,ყოფილ საბჭოთა კავშირში არავის ჰქონია,ბიჭი ბარსელონაში ემზადებოდა და კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზეს,მაგრამ ახლა სად არის?ვარსკვლავად ქცევას,ბევრი კომპონენტის დამთხვევა სჭირდება,უზარმაზარ შრომასა და ნიჭთან ერთად.საჭირო დროს,საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაც გადამწყვეტია,მომავალ კარიერაში.სხვა თუ არაფერი,ედუარდ სტრელცოვს,1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში,საუკეთესო ფეხბურთელად გახდომას უწინასწარმეტყველებდნენ,საბჭოთა სპეციალისტები.ვისაც მისი მაშინდელი თამაში ახსოვდა,ისინიც ადასტურებენ,ძალიან,ძალიან მაგარი იყოვო,მაგრამ ჩემპიონატის ნაცვლად,ციხეში აღმოჩნდა,გამგზავრების დღეს.7 წლით!ციხიდან გამოსულის თამაში,ცოტათი მეც მახსოვს,მაგრამ რა თქმა უნდა ეს უკვე ის სტრელცოვი აღარ იყო
სოსო
19:01 16-12-2022
0
სერიოგა სერიოგაა
თენგო
12:34 16-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული