"თელავის" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, 24 წლის ილია ბერიაშვილი, "მეზოკოვეშდის" ფეხბურთელი გახდა.
კლუბის საიტი ტრანსფერის დეტალებს არ ახმაურებს. ის ადრე "ალაზანსა" და "როტორში" ასპარეზობდა. ამ გუნდში აგრეთვე ქართველი მცველი ლუკა ლაკვეხელიანი თამაშობს.
"მეზეკოვეშდი" უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატზე 16 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-9 ადგილზეა, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და შემდეგ მატჩს 29 იანვარს საკუთარ მოედანზე "პუშკაშთან" გამართავს.