"ოქროს ბურთი 2023" - მესი ისევ პირველია, კვარაცხელია ერთი პოზიციით დაქვეითდა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ Goal-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის საკუთარი რეიტინგული ვერსია განაახლა. ლიდერი კვლავ ლეო მესია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ერთი ადგილით დაქვეითდა, რაც ათეულში არგენტინელი ალვარესის შესვლამ გამოიწვია.

"ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ტოპ-ათეული:

1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. კილიან მბაპე (პსჟ)
3. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)
4. ნეიმარი (პსჟ)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

როგორც ჩანს, ლეო მესი მერვედ გახდება საპატიო პრიზის მფლობელი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს განახლებული სიაც ადასტურებს,რომ ჩემპიონატზე ახალი სახელების დეფიციტი იყო.მხოლოდ ერთი ახალი სახელია ათეულში,არადა აქ სამი ისეთი ფეხბურთელია,რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ტურნირში.პირველი ექვსეული,ძალიან მაგარ ფორმაში არიან და მათი გადასწრება ძალიან გაჭირდება,მაგრამ თუ თუნდაც ძველებურად ითამაშეს ხვიჩამ და ნაპოლიმ,მეშვიდე ადგილზე ასვლა,პრობლემა არ იქნება.ვფიქრობ ხვიჩა და ოსიმჰენი,სადღაც გვერდი გვერდ,ახლოს იქნებიან.ხუთეულში შესვლას,ნახევარფინალში გასვლა მაინც დასჭირდება,ჩემპიონობასთან ერთად და ნაკრების კარგი თამაში.მგონი შეუძლებელი არ არის.
სოსო
23:36 19-12-2022
0
არაუშავს 2023 წლის ბოლოსთვის ხვიჩა მინიმუმ სამეულში იქნება ! როცა ნაპოლის სკუდეტოც ექნება მოგებული ჩემპიონთა ლიგაც და ხვიჩა უმაგრესად ითამაშებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ! ამისთვის ძირითადმა ნაკრებმა უნდა დაუთმოს ხვიჩა (და სხვებიც) ახალგაზრდულ ნაკრებს !
zura222
06:19 20-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული