მიქაუტაძე შეიძლება "ჯენოამ" სამ მილიონად შეიძინოს

AutoSharing Option
იტალიური "სპორტალის" ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე შეიძლება  იანვარში "მეციდან" "ჯენოაში" გადავიდეს.

ალბერტო ჯილარდინოს გუნდს შეტევის ხაზის გასაძლიერებლად თავდამსხმელი სჭირდება, რომელიც ვეტერან მასიმო კოდასთან ერთად ითამაშებს.

გენუური კლუბი 22 წლის ქართველის ვარიანტს განიხილავს და შეიძლება ტრანსფერი დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაუჯდეს. ცნობისათვის, მან "მეცთან" კონტრაქტი ახლახან 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

"ჯენოა" სერია B-ში მეოთხე პოზიციაზეა, ლიდერ "ფროსინონეს" 6 ქულით, ხოლო მეორეადგილოსან "რეჯინას" 3 ქულით ჩამორჩება და სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული