"კარის ხაზთან უფრო ეგოისტი უნდა გახდეს" - სირიგუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მეკარემ სალვატორე სირიგუმ იტალიურ გამოცემა Reppublica-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებებზე მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

სირიგუს თქმით, ხვიჩა კარის ხაზთან უფრო ეგოისტი უნდა გახდეს.

"ერთ გუნდად შეკრული და მოტივირებული გუნდი ვართ. მოედანზე ენერგიით სავსენი გავდივართ, რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩა ნამდვილი ფენომენია, თუმცა კარის ხაზთან უფრო ეგოისტი უნდა გახდეს. ოსიმენი ფიზიკურად უძლიერესია და ამავდროულად ჭკვიანურად მოქმედებს, ლოსანოს კი ბურთთან ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლია" - განაცხადა სირიგუმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ამ სეზონში 17 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა
და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altCorriere dello Sport: "კვარა" "ნაპოლიში" პრობლემის წინაშე პირველად აღმოჩნდა - ფორმაში ჩასადგომად გიჟივით მუშაობს

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარა შეძლებს და გააგრძელებს გოლების გატანას კვარას წარმატებები .
gio9
15:44 25-12-2022
0
სწორს ამბობს სარიგუა. პარტნიორი საჯარიმოს გარეთ, როცა გაქვს ბურთი მაშინ უნდა ეძებო, საჯარიმოში შესულმა კი კარში დარტყმაზე უნდა იფიქრო. აბა რამდენი გვინახავს ხვიჩას კარგი გადაცემით რომ ვერ უსარგებლიათ, არადა ხვიჩა უკეთ გამოიყენებდა ამ მომენტს. ამ მხრივ გამაკვირვეს ბრაზილიელებმა მუნდიალზე, საჯარიმოს მიახლოებული პარტნიორს აღარავინ ეძებდა და თვითონ ურტყამდა კარში, რაც ერთგვარად დაეტყო კიდეც მათ შედეგს.
ჟორა გაბრიჭიძე
12:09 24-12-2022
1

სიახლეები პოპულარული