სიომინი: კვარაცხელია მარადონას არ ჩამოუვარდება

AutoSharing Option
იტალიაში მყოფმა "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან საუბარში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას შეადარა.

- ხვიჩას ნეაპოლში მეტსახელი "კვარადონა" აქვს. ეს გადაჭარბება არაა? ხვიჩა კოსმოსში არ გაფრინდება?
- მე ვფიქრობ, არა. ის თავმდაბალი ბიჭია, თავბრუ არ დაეხვევა. კარგი გარემოცვა ჰყავს. მას (მარადონას) არაფრით არ ჩამოუვარდება.

- ხვიჩა მარადონას არ ჩამოუვარდება?
- ფიზიკური მონაცემებით არ ჩამოუვარდება. უფრო ნელა არ გარბის. შესაძლოა, დისტანციაზე უფრო სწრაფადაც კი.

ხვიჩა უფრო მომთმენი გახდა, როდესაც ეუხეშებიან. რუსეთში ყოველი შეჯახების შემდეგ ეცემოდა, იწვა, ექიმს
ელოდებოდა. აქ ყველაფერი შეიცვალა. ბედნიერია. მხიარული სახე აქვს. დავაჟკაცდა, მოძლიერდა. შეჯახებას უძლებს, მასთან შეტაკების მერე მეტოქეები მიფრინავენ, როგორც ოვეჩკინისგან, როდესაც ის ბლოგერებთან ფეხბურთს თამაშობდა. ბედნიერი თვალები აქვს, ლამაზად, კარგად გამოიყურება, კარგად ლაპარაკობს. თავის მიზანს ხედავს.

- რა მიზანი აქვს?
- ჩემი აზრით, უბრალო მიზანი აქვს - ყოველდღე უკეთ და უკეთ ითამაშოს. ჩვენ მოვილაპარაკეთ: თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან, მაშინ ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბებით და ვიზეიმებთ.

როგორ შეიძლება სხვაგან წავიდეს, თუ ნახევარი წლის შემდეგ უკვე მარადონას უტოლებენ. გეთანხმებით, ავანსად, მაგრამ ხალხი მას უკვე ასეთ სიდიადეს უტოლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ოღონდაც გაჩემპიონდეს ჩვენი ბიჭი წელსვე და!...სიომინი,სლუცკი ანაც საიმანოვი რომ ჩავიდეს მისალოცად,ვფიქრობ თავად ხვიჩასაც გაუხარდება,რამეთუ ის კაცია,ადამიანი და კარგად იცის სიკეთის ფასი ,მისდამი კეთილგანწყობილ ადამიანთა ნდობისა და მის დაოსტატებაში ჩადებული წვლილის ფასი. გაიხარე ხვიჩა! დარჩი ასეთივე კეთილ,უბოროტო და გულისხმიერ ადამიანად!
კოლხიდელი
22:37 26-12-2022
0
ჯერ არ ჯობია მარადონას ეს სისულელეა ! მაგრამ ასე თუ გააგრძელადა მოუმატა(ამისთვის ძალაც აქვს და ნიჭიც) მაშინ შეიძლება მართლა აჯობოს !
zura222
23:17 26-12-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული