დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "ბორდო" ლიდერთან დამარცხდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-16 ტურში, სტუმრად ლიდერ "ჰავრთან" წაგებულ მატჩში (0:1), "ბორდოს" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 25-ათასიანი სტადიონი "ოკეანე" პირთამდე გაივსო და მე-9 წუთზე მასპინძლები რიჩარდსონმა დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებს და მათ შორის დავითაშვილს მომენტები ჰქონდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ჰავრი" 67-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ საპასუხო გოლი ვერ გაიტანეს.

"ბორდო" "ჰავრს" 7 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი "სოშოს" დაუთმო, რომელიც ჟირონდელებს 2 ქულით უსწრებს და რომელსაც 30 დეკემბერს უმასპინძლებს.

ზურიკომ ჩემპიონატის 7 მატჩში
1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ ზურიკ სათადარიგოობა გემიქრება, თუ არ მოუმატე.
ტტტ
18:54 27-12-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული