"ნაპოლისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სალვატორე ბანიმ "გაძეტა დელო სპორტთან" განაცხადა, რომ ნეაპოლურ გუნდს სკუდეტოში ვერავინ შეეცილება. ის "აძურიში" 1984-88 წლებში თამაშობდა და მის შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
"არ მგონია, "ნაპოლიმ" ჩემპიონობის შანსი ხელიდან გაუშვას. მე ვერ ვხედავ მიზეზს, სხვა გუნდებმა როგორ უნდა მოახერხონ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ვინაიდან არ მესმის, როგორ შეიძლება ნეაპოლელთა თამაშის შესანიშნავი ძაფი გაწყდეს, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ვხედავდით. შესაძლოა, სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ სპალეტიმ გვაჩვენა, რომ კონკურენტუნარიანი და "მშიერი" გუნდის მართვა ძალუძს.
მათ შეტევაში
ისეთი ცენტრალური თავდამსხმელი ჰყავთ, როგორიც ოსიმენია, რომელიც ნახევარ ევროპას სურს და ისეთი ვარსკვლავური მოთამაშე, როგორიც კვარაცხელიაა.
ასე რომ, "ნაპოლის" მხოლოდ საკუთარი თავის უნდა ეშინოდეს. თუმცა, თუ მკვეთრ ჩავარდნას ექნება ადგილი, მაშინ ყველა კონკურენტი შეძლებს ბრძოლაში დაბრუნებას, მილანელები და აგრეთვე "იუვეც" კი, მაგრამ იმ აზრზე ვრჩები, რომ "ნაპოლი" გაიმარჯვებს".