"ვალენსია" კოპა დელ რეის მერვედფინალში გავიდა - "მამარდამ" კარი მშრალად შეინახა

AutoSharing Option
კოპა დელ რეის მეთექვსმეტედფინალში "ვალენსიამ" სტუმრად ქვედალიგელი "ლა ნუსია" 3:0 დაამარცხა და გატუზოს გუნდმა მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

"ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, 77-ე წუთამდე ითამაშა, მეტოქემ კი "ვალენსიას" კარში ზუსტად ვერცერთხელ დაარტყა.

მატჩის მე-3 წუთზე ვალენსიელთა გარემარბმა ჯასტინ კლუივერტმა ანგარიში გახსნა,
31-ე წუთზე კი ილაიშ მორიბამ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

მეორე ნახევარში უპირატესობას კვლავ სტუმრები ფლობდნენ. 71-ე წუთზე ჯასტინ კლუივერტის კარგი თამაშის შემდეგ უგო დურო მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ესპანელმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

"ვალენსია" ლა ლიგის მე-16 ტურის
მატჩს 7 იანვარს "კადისის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ლა ნუსია. „კამილო კანო“

ლა ნუსია - ვალენსია 0:3

გოლები: 0:1 კლუივერტი (3), 0:2 მორიბა (31) 0:3 დურო (72)

altმამარდაშვილი 10 საუკეთესო მეკარეს შორის - Top soccer blog-ის რჩეულები

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ ითამაშა მამარდიანმა?
ნეაპოლი
00:51 05-01-2023
0
მეორე გოლი, ძალიან კარგი გამოუვიდათ!მარჯვენა ფლანგიდან უზუსტესი პასი,მარცხენა ფლანგზე,მეკარის ბაქნის მეორე კუთხესთან სიახლოვეს,იქიდან ერთი შეხებით,უზუსტესი გასწვრივი ჩაწოდება კარის წინ და მორიბას ერთი შეხებით დარტყმა კარში.ასეთი ზუსტი ჩაწოდება რომ არა,მორიბას ბურთზე თამაშის შანსი არ ექნებოდა,რადგან ორივე მხრიდან კაცი ედგა.
სოსო
14:19 04-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული