"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
ანუ გამოძვრნენ ნაც ვირტხები სოროებიდან ?? გადავხედე კომენტარებს და ვიფიქრე რომ სადღაც სომხურან ან რუსულ საიტზე მოვხვდი @ იმდენი ბოღმიანი და ნიშნისმოგებითი კომენტარია--"აი ხომ ვამბობდი ხვიჩა არაფერი ფეხბურთელი არააო" ასეთ სტილაში @ ერთმა ნაც ვირთხამ ისიც კი დაწერა ხვიჩამ მარტო ერთი ფინტი იცისო და თურმე სწორად დაახატა იმაზე იმ ავადმყოფმა ანანიამ @@ და იმ ნაგვის ბოღმიან იდიოტობას 8 (!!!) მოწონება აქვს @@ არა რაა სანამ სოროსის და ნაც ვირთხები არ გადაშენდებიან საქარტველოს გახარება არ უწერია @@
zura222
05 იანვარი 2023 20:28
7
გერმანელი კომენტატორი ერთგან აქებს კვარაცხელიას, კარში დარტყმის მომენტში კი ამბობს, რომ აშკარაა, რომ მას ფორმაში შესვლა სჭირდება და პირველი ტაიმის შემდეგ დაეტყო, რომ საკუთარ თამაშს იპოვის - კარგი პასი გააკეთა, ახლა კი კარში დაარტყაო. ვიცით, რა დონეზე შეუძლია მას თამაშიო.
გერმანელ კომენტატორს რომ ბევრ აქ დამკომენტარებელზე უკეთ ესმის ფეხბურთი, ეგ არაა გასაკვირი. გასაკვირი უფრო ისაა, საიდან ჩნდება ამდენი დაბოღმილი და ენაბოროტი ადამიანი. სად არინ ხოლმე გატვრენილები? რუსთაველის არ იყოს, "ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა" - ერთი სული აქვთ, ვიღაცას ფეხი დაუცდეს. არადა, რა ფეხის დაცდენაა ეს? - ყველამ ვიცით, რომ ამხელა პაუზის შემდეგ ნებისმიერ გუნდსა და ფეხბურთელს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, მით უმეტეს, ტრამვის შემდეგ. ისიც ვიცით, რომ გუნდი სეზონში ყველა თამაშს ვერ მოიგებს.
ცუდია, ცუდი, რომ ამდენი გამოროტებული და ხელმოცარულია ჩვენს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, ამ ბოღმიანი კომენტარების ავტორების დიდ ნაწილს თამაშისთვისაც არ უყურებია.
დამშვიდდით, ხალხო, დამშვიდდით - კვარაცხელია აუცილებლად შევა ფორმაში, ნაპოლი გახდება თუ არა ჩემპიონი, ეგეც არავინ იცის - ეგეთი ადვილი არაა იტალიის ჩემპიონობა. მთავარია, მაგარი გუნდია და აუცილებლად ათამაშდება ისევ გუნდიც და ხვიჩაც. ამ თითებბოროტა ხალხი ისევ დარჩებით უსაქმოდ :-)
გიორგიპირველი
05 იანვარი 2023 15:48
1
100%!!!
გეგი
05 იანვარი 2023 18:51
0
Vigac autsaidertan ro ase iumedod waegot kidev gavigebdi amat gaborotebul komentarebs,magram gundma waago intertan stumrad da daiwyo egreve amati xalisi....
L.J .
05 იანვარი 2023 16:17
0
ფეხბურთის პროფესორებო ხვიჩას რომ ეტაკეთ საერთოდ გაგებაში არ ხართ ფეხბურთის ტაქტიკის და სათამაშო სქემის @ ამ თამაშმა მე გამახსება ის ავადმოსაგონარი ფინალი მაკედონიასთან ! ზუსტად იგივე სტილში ითამაშა გუშინ ინტერმა როგორც მაკედონიამ მაშინ ანუ აქტიური ყრუ დაცვა--ფაქტიურად როცა ნაპოლის თავის მოედანზე ჰქონდა ბურთი ინტერი თამაშობდა 5-5 და უფრო ხშირად 4-6 ტაქტიკით ანუ მუდმივად ყავდა 5 და 6 ფეხბურთელი მეტოქის ნახევარზე და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ ნაპოლის ფეხბურთელებს და საკუთარ მახევარზე ხვიჩას და ოსიმენის წინააღმდეგ 4-5 ფეხბურთელს ტოვებდნენ (ჯერ პოლიტანო და მერე ლოზანო ტყუილად იდგნენ თავის ფლანგზე და იმათ ისეთ ყურადღებასარც აქცევდნენ მცველები) და ნაპოლის დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ ამოჰქონდა ელემენტარულად @ და ამ სიტუაციაში ვერ გამოიძებნა 1-2 ფეხბურთელი რომელიც ბურთს გადაიტანდნენ მეტოქის მოედანზე და პასს მისცემდნენ გარღვევაზე ხვიჩას ან ოსიმენს @ და როცა ნაპოლი ძლივს გადადიოდა შეტევაში ინტერის 5-5 სტილი უცბად იცვლებოდა 9-1 ად ! ინტერელებს ფაქტიურად ყველა კუთხე და კუნჭური გადაკეტილი ქონდათ მოედნის ყველა მონაკვეთზე ქმნიდნენ უპირატესობებს და ეს მაგათი უმაგრესი ფიზმომზადების ბრალია ამას პლიუს ლამის ყველა მაღალი ბურთი მოიგეს და ყველა ორთაბრძოლა და ნაპოლიმ ეს თამაში 0-4 ან 0-5 რომ არ წააგო ჯურ ლუკაკუს და ჯეკოს უნდა უთხრან მადლობა და მერე იმას რომ ინტერი საკუთარ მორდანზე აქტიური დაცვის სტილს თამაშობდა და მეტოქის კარს ისე ხშირად არ უტევდა ! ეს თამაში ინძაგიმ მოუგო სპალეტის! სპალეტის ან სათადარიგო გეგმა არ ქონდა (როგორც იმ ფინალში ვაისს) ან ბრინჯივით დაიბნა და ვერ შეცვალა სტილი და სამაგიეროდ მოძებნა მთავარი დამნაშავე--ხვიჩა და შეცვალა @ ისე უნდა ითქვას რომ ელმასმა რამოდენიმე მომენტში ძალიან მაგრა ითამაშა! არაა ეგ კაცი სკამზე დასასმელი ! უმაგრესი ფეხბურთელია და დროა სპალეტიმ იფიქროს პოლიტანოს და ლოსანოს მაგივრად დააყენოს მარჯვნივ(მითუმეტეს უთამაშია ხშირად ელმასს მარჯვნივ) ელმასი მარჯვნივ და ხვიჩა მარცხნივ მგონი მაგრა გაამართლებს იმიტომ რომ ორივეს შეუძლია ფლანგების შეცვლა და ხშირად რომ შეცვლიან ფლანგებს ამით მეტოქეს გეგმებს აურევენ ! ან ზელინსკის ნაცვლად დაყენება სცადოს ცენტრში ან ანგისას ! ელმასი ამ ორივეზე ნაკლებად არ ითამაშებს მე ასე მგონია
zura222
05 იანვარი 2023 15:34
2
ჩვენ შორის ტროლი ვინცაა ეტყობა ზედ შე ნაც ვირთხა სახელის დაწერისაც გეშინია@
zura222
05 იანვარი 2023 20:16
1
აი გამოხტა კიდევ ერთი დაქირავებული ტროლი..ასე გააგრძელე
zura222-s
05 იანვარი 2023 16:16
5
Ra xdeba??ram gagaborotad ase???cudi tamashi qonda mtel gunds da ara xvichas, rac ar unda gagikvirdet,chveulebrivi adamianebi arian da matac aaqvt kargi da cudi dgeebi!!!gvedshi daudeqit bichs an saertod nu wert aset sashinel komentarebs!!!
L.J .
05 იანვარი 2023 15:09
2
ნაპოლის სირცხვილი
აეა
05 იანვარი 2023 13:11
14
ამქვეყანას არასოდეს ეშველება ასეთი შურიანი ხალხით,აგერ აჰაა ნათელი მაგალითი და სიმართლე იმისა თუ რატომაა ქვეყანა წუმპეში.იმიტომ რომ ასეთი ღრძო,შურიანი, ბოღმიანი ადამიანებითაა სავსე და მაგიტომ არ უწერია სიკეთე ძალიან დიდი ხანი.
I
05 იანვარი 2023 13:09
3
რას ბლატაობენ ესენი? დაავიწყდათ, ავტობუსი რომ ჩააყენეს მთელი თამაში, თან სან-სიროზე?
????
05 იანვარი 2023 12:59
0
ქართველებმა რომ ყველაფერი გადამეტებული ვიცით ფაქტია კვარასგან უკვე ვითხოვთ გახდეს მესი მე კი უფრო მთლიანად გუნდი მაფიქრებს რადგან თუ ჩავარდნა დაეწყო კვარას ნაპოლის თრევა გაუჭირდება ნეტა ვცდებოდე მაგრამ მგონია რომ ნაპოლიმ რესურსი ამოწურა .
ვანი
05 იანვარი 2023 12:53
7
თავიდანვე ეტყობოდა, რომ მსაჯი ინტერის მხარეს იყო, 15-20 წუთის ფარგლებში რომ გაეყვითლებინა თუნდაც ერთი მოთამაშე, ასეთი ხისტი თამაში არ წავიდოდა და ასეთი თავდაჯერებულებიც ვერ იქნებოდნენ მილანელები.
ბადრი
05 იანვარი 2023 12:47
4
კვარაზე მეტი ან კარგი რომელი იყო რომელმაც თავი გამოიჩინა და მერე ილაპარაკეთ ზოგ-ზოგიერთებმა ვინ რა გააკეთა შეტევაში ოსიმენი ანგისა ზელინსკი პოლიტანო ლოზანო და ასე შემდეგ
289
05 იანვარი 2023 12:38
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული