"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა "კვარა" და სპალეტი არ დაინდეს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა ჟურნალისტებთან საუბარში მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას უღიმღამო მატჩზეც გააკეთეს:

"ამ მარცხში დამნაშავე რაჰმანი სულაც არაა, თითის მისკენ გაშვერა უსამართლობა იქნება. სინამდვილეში მარცხის მთავარი მიზეზი სპალეტია. კვარაცხელია და ლობოტკა ყველაზე ცუდად გამოიყურებოდნენ. ხვიჩამ განაცხადა, რომ თავის თამაშში სიახლეს შეიტანდა, რათა მეტოქეებს მისი შეჩერება ვერ მოეხერხებინათ, მაგრამ "ინტერთან" ეს ვერ ვიხილეთ, მას არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები უახლოეს
მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.


alt"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ

alt"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

alt"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

მკითხველის კომენტარები / 17 /
როცა ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, იმდენად დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, რომ მაშინვე ვიფიქრე გადაწვავენ მეთქი ამ ბიჭს ფსიქოლოგიურად. ასეც მოხდა. ზედმეტად მძიმე ტვირთი აკიდეს ამ ბიჭს თავიდანვე იტალიაშიც და საქართველოშიც. სულაც არ მიკვირს რომ ვერ გაუძლო. ახლა კი პატარა ჩავარდნასაც არ პატიობენ. არ იყო მისთვის ,,კვარადონას" და ასეთი რამეების ძახილი საჭირო.
ახალი წარმატებიბის წელი ქონოდეს ხვიჩას ამ წელს, მჯერა რომ ის თავის სიტყვას მაინც ბოლომდე იტყვის.
ქართველი
05 იანვარი 2023 13:29
12
წაუგებელი გუნდი მითხარით ვინმემ. ნაპოლიც და ხვიჩაც ჯერ ფორმაში არ არიან. ყველაფერი დალაგდება. ინტერი ძლიერი გუნდია და ტაქტიკურად აჯობა ნაპოლის, არ ათამაშა და თვითონ საწადელს ფრთხილი თამაშით მიაღწია. ნაპოლის გულშემატკივფრებს მინდა ვკითხო, სულ რამდენჯერ მოუგია ნაპოლის ინტერისთვის გასვლაზე? მხოლოდ 4 ჯერ. სამპრორიასთან უკეთესი შედეგი იქნება. წარმატება ხვიჩას.
G.LA
05 იანვარი 2023 13:05
1
ამათ მართლა მსოფლიო გრანდი ხომ არ გონიათ თავი, ერთი წაგებაც არ იკადრეს ბიჭებმა.დდდ რაელურად 4-5 გუნდი ხართ იტალიაში.
რრრ
05 იანვარი 2023 12:34
7
და ეს შედეგი გასაკვირი იყო?იუვესთანაც წააგებს დიდი ალბათობით ნაპოლი.აბა სკუდეტოს ლანგრით ვინ მიართმევს.ეს მარათონია სადაც მილანს,ინტერს და იუვეს გაცილებით მეტი გამოცდილება და ტრადიცია აქვთ.ნაპოლის ჩემპიონობა სენსაციად შეირაცხება,რადგან ამ რბოლაში ფავორიტი ნამდვილად არაა.მარტო ხვიჩას არ უთამაშია ცუდად,ინტერმა ტაქტიკურად.იტალიურად მოახრჩო ნაპოლი და ფაქტიურად მომენტი არ შეაქმნევინა.ძალიან ხისტად ეთამაშენ ხვიჩას თავიდანვე,ამას უნდა შეეგუო,როდესაც სერია ა-ს საუკეთესო დრიბლიორი ხარ.ეს თამაში კიდევ უფრო გააძლიერებს
master
05 იანვარი 2023 12:18
4
შემოდგომის ნაპოლი,ამ ინტერთან არ წააგებდა.თითქმის დარწმუნებული ვარ.დღევანდელი ინტერიც და ნაპოლიც,განსხვავებულ ფორმაში არიან.მსაჯს რომ თავიდანვე დაესაჯა ინტერის ზღვარ გადასული უხეშობა,ნაპოლი თუ არა,ხვიჩა მაინც უფრო მეტად გაიხსნებოდა და შესაძლოა არ წაეგოთ.მსაჯი წარმოშობით მილანელი ყოფილ,რუსმა კომენტატორებმა თქვეს,რეპორტაჟში და მსაჯობასაც შეეტყო.
სოსო
05 იანვარი 2023 22:04
0
რაო მერსედეს რატო ვერ აჯობა ზაპოროჟეცმაო? ზაპოროჟეცი მაინც ზაპოროჟეცია თუ დინდა ნიკი ლაუდა ან შუმახერი და გინდაც აირტონ სენა მართავდეს, ამდენი არ ესმით რო კლასმა აჯობა, იმათ არ გაუმართლდათ დარტყმებში თორე 3 გოლი უნდა შეეგდოთ, აი სიმართლე ეს არის და ჩვენ ბიჭს რამდენს მეტს შეუძახებენ იმდენად უარესად წავა საქმე და თუ ხმას არ ამოვიღებთ ვფიქრობ უკეთესი იქნება საქმისთვის და თუ სასწაული მოხდა და ის შედეგი დადგა რაც ჩვენ გვინდა მერე შეძახება კი არა თუ გინდა დედამიწა დავიმხოთ თავზე ჩვენც და მთელმ ნეაპოლმაც, რატომაც არა.
skaro
05 იანვარი 2023 19:46
2
Me aravis vamartleb kvela tamashs magal doneze maradonac ver tamashobda,magram kvaras daabralo kvelaferi usamartloba iqneba,osimenma da pijonma politanom xom gadatvales karis dzelebi magatma ra ar chaagdes tamashi???
Givi
05 იანვარი 2023 11:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული