ითამაშებს თუ არა კვარაცხელია 8 იანვარს - როგორია ხვიჩას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ ვარჯიში გამოტოვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8 იანვარს "სამპდორიას" წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

როგორც იცით, ქართველს "ინტერთან" მატჩში ძალიან ეუხეშებოდნენ, მან გუშინდელი აღდგენითი ვარჯიშიც გამოტოვა და გაჩნდა ვარაუდი, რომ ის გენუაში თავის გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "კვარა" თავს იდეალურად გრძნობს და Stadio Luigi Ferraris-ზე მას ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ "სამპდორიასა" და "ნაპოლის" შეხვედრა 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
როცა მცველები გამოჩენილ,აღიარებულ ფეხბურთელებს ფეხებში შეგნებულად ურტყამენ,რომ ჩაჩეხპნ,დაამმტვრიონ,ფეხები,მოტეხონ და მოედნიდან საკაცით გაიყვანონ,ამ დავალებას მათ მთავარი მწვრთველი აძლევს,სხვანაირად ხვიჩას ასე იოლად ვერ გააჩერებდენ და ინძაგიმ ამ ყასაბმა ეს დავალება მიცა თავის ყასბებს,რომელთაც ფეხბურთელობასთან არავითარი კავშირი არა აქვთ,მსაჯი ხომ თვალებ ახვეული მსაჯობდა და ინტერის მცველების ყასბობას ვერ ხედავდა
ხვიჩა ასეთი მცველების მიმართ აგრესია გამოხატე,რომ ცოტა მოგერიდონ,ამისთვის ტრენაჟორებით ვარჯიში აუცილებელია,წარმატებები,გამარჯვებები და უფლის წყალობა ხვიჩას.
ნუკრი ბასილაძე
18:29 06-01-2023
5
ჯანმრთელობა და წარმატებები ხვიჩას მომავალში!
ვახო...
18:11 06-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული