მატჩის დღე! კვარაცხელიას მეტოქე თანაგუნდელად იქცა...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" სეზონში პირველად წააგო ("ინტერთან" 0:1), თუმცა ახლა ამაზე ბევრი ფიქრის დრო არაა, კალენდარი მჭიდროა და მოპოვებული უპირატესობის მაქსიმალურად შენარჩუნება უნდა მოხდეს. შემდეგი მეტოქე "სამპდორიაა". შეხვედრა გენუაში, "ლუიჯი ფერარიზე", დღეს, 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე ჩატარდება.

სერია "ა"-ს ლიდერი ნეაპოლელები "მილანს" 5 ქულით აღემატებიან, თუმცა მოქმედი ჩემპიონები ამ ტურში "რომას" უპირისპირდებიან და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "იუვენტუსი" ("ნაპოლი" 13 იანვარს შეხვდება) და "ინტერი" ("მონცასთან" ქულები დაკარგა - 2:2) სკუდეტოსკენ სერიოზულად გაიწევენ და მართლაც
დაძაბული ჩემპიონატი გველის.

Sportall.Ge

"სამპდორიას" 9 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია, თუმცა დეიან სრანკოვიჩის დანიშვნის შემდეგ გუნდი უკეთ გამოიყურება და გასულ ტურში "სასუოლოს" დამარცხებაც (2:1) შეძლო. დაცვაში გამორჩეული 30 წლის პოლონელი ბარტოს ბერეზინსკი იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემდეგ მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის, "ნაპოლიც" და ტრანსფერი ნეაპოლელებმა გააოფიციალურეს, კიდეც. ასე რომ, ხვიჩა კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირების ნაცვლად, პოლონელი მისი თანაგუნდლი გახდა.

Sportall.Ge

იმედია, "სამპდორიელები" ისევე არ იუხეშებენ, როგორც ეს "ინტერის" ფეხბურთელების შემთხვევაში ვნახეთ. მილან შკრინიარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა მისგან ზღვარგადასული სიხისტეც ვნახეთ. გენუურ კლუბს მარჯვენა მცველის პოზიციაზე ალჟირის ნაკრების წევრი, 24 წლის მეჰდი პასკალ მარსელ ლერისი ჰყავს. "სამპდორიას" რიგებში მუნდიალის აღმოჩენა მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი, აბდელჰამიდ საბირია, თუმცა ის, ისევე, როგორც 39 წლის ფაბიო კვალიარელა, შეხვედრას გამოტოვებს.

საინტერესოა, მარცხის შემდეგ ლუჩანო სპალეტი რა შემადგენლობას დაეყრდნობა. სავარაუდოდ, დაცვის ხაზში ერთ ცვლილებას ვიხილავთ და მარცხენა ფლანგს მარიო რუი დაუბრუნდება. ირვინ ლოსანომ სასტარტოში უნდა დაიწყოს. საფიქრებელია, ნეაპოლელთა დამრიგებელი ნახევარდაცვის სამეულს (ლობოტკა-ანგისა-ზელინსკი) რამდენად შეეხება და ვიხილავთ თუ არა აქ ცვლილებებს. იტალიაში აქტიურად წერენ, რომ სპალეტი 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას დაუბრუნდება, ამირ რაჰმანი და პიოტრ ზელინსკი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებენ. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას "ინტერთან" ფეხებში ბევრი მოხვდა, აღდგენითი ვარჯიში გამოტოვა და ყველაფრის გათვალისწინებით, იქაური მედია ვარაუდობს, რომ ძირითად თერთმეტეულში ელიფ ელმასს ვიხილავთ და არა ქართველ გარემარბს.

მატჩს 37 წლის როსარიო აბისო განსჯის, რომელიც 2022 წლის 9 ოქტომბერს "კრემონეზე"-"ნაპოლის" (1:4) მთავარი მსაჯი იყო და მკაცრ არბიტრად მიიჩნევა.

altარის თუ არა ეს ის "ნაპოლი"?! - რისი სწავლა მოუწევს კვარაცხელიას...

altCorriere dello Sport: კვარაცხელიას დღეს არ უვარჯიშია - მსაჯმა შკრინიარს ქართველის წინააღმდეგ ყველაფრის უფლება მისცა

მკითხველის კომენტარები / 34 /
ზუსტად ამ მომენტზე იყო თამაშგარე დადო მსაჯმა არადა წითელი უნდა მიეცა, თამაშგარე შემდგომში იყო, იქამდე ფეხს ტეხავდა. მერე გამოდის ეს ვითომ მწვრთნელი ინძაგი და ენას ატლიკინებს. ეგრე მსაჯი თუ ჯარიმას არ დამიდებს მესისაც ფეხს არ გავანძრევინებ. ან ეს უმადური იტალიელი და ქართველი ვითომ გულშემატკივარი რომ წერს სისულელეებს, ცოტა ტვინი დაატანეთ თუ არ გაქვთ საერთოდ ნუ წერთ. თამაში ვის არ წაუგია.
დათო
15:31 06-01-2023
0
ყველამ: აქაურმაც და იქაურმაც, შეეშვიით ხვიჩას და აცადეთ თამაში! ლაშა.
ყურადღება! ყურადღება!
15:54 07-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული