"ვალენსია" ისევ დამარცხდა - შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-16 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „კადისთან“ 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისში სახალისო ეპიზოდი მოხდა: მამარდაშვილი საჯარიმოდან გარეთ გამოვიდა, ცოტა ანერვიულა გულშემატკივრები, თუმცა საბოლოოდ მეტოქის ფეხბურთელი დაჯაბნა, ბურთი მისგან აუტზე გაატარა და აპლოდისმენტები დაიმსახურა. შემდეგ კი სტუმრები სწრაფი კონტრიერიშისას ალკარასმა დააწინაურა. „ვალენსია“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ბევრს, მაგრამ უმეტესად უხიფათოდ უტევდა.

თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, ნერვიული ხასიათი მიიღო, ხშირი იყო შეხლა-შემოხლა, ვალენსიელთა მხრიდან რამდენიმეჯერ პენალტის მოთხოვნა და პირველი ნაღდი მომენტი გაიამ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი
ლამაზ ნახტომში მეკარემ ლედესმამ მოიგერია. აქედან მოყოლებული გატუზოს შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და ისევ წააგეს.

„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 22 იანვარს „ალმერიას“ უმასპინძლებს, იქამდე კი 11 იანვარს ერ-რიადში ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 39 003 მაყურებელი
ვალენსია - კადისი 0:1
გოლი: ალკარასი (9)

მკითხველის კომენტარები / 10 /
აკი ვთვქი ადრეც და ახლაც ვამბობ,გატუზოს მწვრთნელობა არ გაიშვასთქოო.
გეგი
07 იანვარი 2023 15:09
1
უკვე მამარდას ხათრითაც მიჭირს,ამ გუნდის ყურება და გულშემატკივრობა!აჰა,კავანიც მიიყვანეს,მაგრამ საშველი მაინც არ ჩანს.ერთი ნორმალური გამთამაშებელი,გუნდს ტვინს მისცემდა,თუმცა აღარც მაგაში ვარ დარწმუნებული,რომ ერთი ტვინი ეყოფათ.გუნდის მეტი ნაწილი,საერთოდ ტვინს არ იყენებს მოედანზე.მკვეთრად ნათქვამია,მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
ქრისტეს შობის დღესასწაულს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო!იესო ქრისტე და დედა ღვთისმშობელი ჰფარავდეს საქართველოს და მის ყოველ მაცხოვრებელს.
სოსო
07 იანვარი 2023 12:55
1
საშინლად ითამაშა ვალენსიამ უსუსტესი გუნდია, ერთადერთი გაია არის რომელიც უკეთესს გუნდშ იმსახურებს თამაშს, დანარჩენი არ ვიიც 3 - 4 მეტრში ზუსტ პასებს ვერ აკეთებნენ შეტევა კიდე ერთფეროვანი, გაუთავებელი არაფერის მომცემი ჩაწოდებები
დინა
07 იანვარი 2023 12:45
1
თემო-ს:სად უნდა წავიდეს მეგობარო,კვარას არ იყოს მამარდამაც 88 წლიანი კონტრაქტი გააფორმა)
გიუშა
07 იანვარი 2023 11:44
1
რას აკეთებდა თამაშზე გუშინ მამარდაშვილი პახმელიაზე ხომ არ იყო?
ბორდალესი
07 იანვარი 2023 11:22
5
ადრეც ვწერდი და გავიმეორებ,გიორგი უნდა წავიდეს ვალენსიიდან სანამ გარკვეული იმიჯი და სატრანსფერო ფასი აქვს. ვალენსიაში დარჩენა კარიერის დასრულებას და დაქვეითებას ნიშნავს.
თემო
07 იანვარი 2023 09:47
5
Გატუზო გოუ ჰოუმ
Ლ.გიო
07 იანვარი 2023 07:31
1
მამრდაშვილიც თითქოს არასაიმედო გახდა, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ გოლი მისი ბრალი არ იყო, მაგ მანძილიდან გაშვებული გოლი მეკარის ბრალია..
თემური
07 იანვარი 2023 02:25
16
ჰოო?!შეტევა ფლანგიდან მოდიოდა,გიორგიც ახლო კუთხეს ჰფარავდა და თავდამსხმელმა საჯარიმოს წინა ხაზზე გააკეთა პასი.გიო იმ წამსვე ცენტრისაკენ წამოვიდა,მაგრამ ძლიერ და უზუსტეს დარტყმას,ნახტომშიც ვეღარ მიასწრო!კიდევ რისი გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა?!აი მორიბა რომ გამოჰყოლოდა და შორიდან არ დაეწყო ყურება,ალკარასს ბურთს არ მიაღებინებდა და არც არაფერი მოხდებოდა.ფეხბურთი გუნდური თამაშია და სათამაშო დისციპლინა,ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს,საბოლოო შედეგზე.უკვე რამდენი ქულა დაკარგა ვალენსიამ,ასე უაზრო გოლების გამო.თამაშის ორგანიზაცია ძალიან დაბალ დონეზე აქვთ და ამას ვერც გატუზომ მოუხერხა რამე.ჭკვიანი ფეხბურთელები თითქმის არ ჰყავთ და თავაწყვეტილი სირბილი,როცა მეტოქეც არანაკლებს დარბის,შედეგს ვერ მოიტანს.სირბილის და ჩხუბის გარდა,ვალენსიას ფეხბურთელებს,სხვა არც არაფერი გამოსდით.
სოსო
07 იანვარი 2023 12:45
1
ბრალიაო, ესე ვერ იტყვი ბურთზე ეფარებოდნენ თან, მაგრამ აუღებელი რომ არ იყო ფაქტია
სიმართლე
07 იანვარი 2023 12:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული