მატჩის დასაწყისში სახალისო ეპიზოდი მოხდა: მამარდაშვილი საჯარიმოდან გარეთ გამოვიდა, ცოტა ანერვიულა გულშემატკივრები, თუმცა საბოლოოდ მეტოქის ფეხბურთელი დაჯაბნა, ბურთი მისგან აუტზე გაატარა და აპლოდისმენტები დაიმსახურა. შემდეგ კი სტუმრები სწრაფი კონტრიერიშისას ალკარასმა დააწინაურა. „ვალენსია“ სრულ უპირატესობას ფლობდა, ბევრს, მაგრამ უმეტესად უხიფათოდ უტევდა.
თამაშის სურათი მეორე ტაიმშიც არ შეიცვალა, ნერვიული ხასიათი მიიღო, ხშირი იყო შეხლა-შემოხლა, ვალენსიელთა მხრიდან რამდენიმეჯერ პენალტის მოთხოვნა და პირველი ნაღდი მომენტი გაიამ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მეკარემ ლედესმამ მოიგერია. აქედან მოყოლებული გატუზოს შეგირდები შტურმზე გადავიდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და ისევ წააგეს.
„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 19 ქულით მე-10 ადგილზეა და 22 იანვარს „ალმერიას“ უმასპინძლებს, იქამდე კი 11 იანვარს ერ-რიადში ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“. 39 003 მაყურებელი
ვალენსია - კადისი 0:1
გოლი: ალკარასი (9)
ქრისტეს შობის დღესასწაულს გილოცავთ ძვირფასო მეგობრებო!იესო ქრისტე და დედა ღვთისმშობელი ჰფარავდეს საქართველოს და მის ყოველ მაცხოვრებელს.