ხვიჩამ უკეთ ითამაშა, "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და "იუვენტუსთან" სუპერმატჩი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა იმაზე უკეთესი გახლდათ, ვიდრე წინა მატჩში და ცხადია, მალე ფორმაში ჩადგება.

„ინტერთან“ წაგების შემდეგ „აძურისთვის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მწვრთნელმა სპალეტიმ ისევ გამოუცხადა ნდობა კვარაცხელიას და სასტარტოში დააყენა. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, ანგისა საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ პოლიტანომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს და მეკარე მერეტმა გადაარჩინა თავისი გუნდი. წვიმიან ამინდში შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო და ოსიმენმა
ნეაპოლელები დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ხელი ჰკრეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში ხვიჩა მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 39-ე წუთზე კი ოსიმენი საჯარიმოსთან რინკონმა მოცელა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მერე ქართველი ლამაზი ფინტით მურიელს გასცდა, რომელიც ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ხვიჩამ პოლიტანოს პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქესთან უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. კვარაცხელია 63-ე წუთზე შეცვალეს. 82-ე წუთზე ელმასმა პენალტი გაიტანა და სპალეტის გუნდმა გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 44 ქულით ლიდერია და 13 იანვარს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, რომელმაც ჩემპიონატზე ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“

სამპდორია - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (19), 0:2 ელმასი (82, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (6)
გაძევება: რინკონი (39)

მკითხველის კომენტარები / 50 /
მარტო გოლი ვისთვისაცაა ფეხბურთი, ვინც გოლს გაიტანს მარტო იმას უგულშემატკივრეთ. კვარას გულშემატკივრობას არავინ გაძალებთ და ვინც ვგულშემატკივრობთ იმათ გვაცადეთ!
2
უკვე აღარ ვიცი ვისზე უფრო მეტად გამეცინოს, ხვიჩას ჰეითერებზე, გოლს რომ ვერ გაიტანს და ლანძღავენ თუ იმაზე, ხვიჩას ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება და გვერდით დავუდგეთო,რაღაც შესაცოდებელ პოსტებს რომ დებენ.
რა სჭირს ამ მსოფლიო დონის ვარსკვლავს თქვენი შესაცოდი. ტრავმის მერე ფორმაში რომ არ იყოს ფეხბურთელი ეგ ამ ქვეყანაში არ იციან? ფეხბურთთან ახლოს არ გაუვლიათ, ტელევიზორში არ უყურებიათ? თუ რადგან ხვიჩა არის ან უნდა გადაუარო არ უნდა შეგეცოდოს, აი გვერდით დავუდგეთ ხვიჩას უჭირს :დ
მარაზმი სრული!
ნეტა რამეში ადეკვატური რეაქცია მანახა ამ გულშემატკივრების და აღარ ვჩივი.
დღესვე რომ დაანებოს ფეხბურთს თავი თქვენი შესაცოდი რა ექნება ნეტა კვარაცხელიას!!
Skeleton
23:10 08-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული