"სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა, რომელმაც თავისი გუნდიდან Sofascore-ისგან ყველაზე დაბალი შეფასება (6.3) მიიღო:
"დღეს არავისთან არაფერი არ გვქონდა დასამტკიცებელი. "ინტერთან" უკეთესი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია. ისინი უკეთ გაისარჯნენ, ჩვენ კი უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს რთული გამოწვევა გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს
თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო უქმობა მოუწია.
პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიც არიან და კარგია, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს.
პარასკევს "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დაველოდოთ ამ შეხვედრას და მერე ვილაპარაკოთ".
და მე მგონია რო ეს 2 თამაში კვარაცხელია არ გახსნა
სპეციალურად შეზღუდა და ფონს ასე უნდოდა გასულიყო,
უბრალოდ ინტერთან არ გამოვიდა ქულების გაწურვა
მაგრამ მე მგონი კვარაცხელია შეინახა იუვენტუსისთვის
იმიტომ რომ ეს 2 თამაში ხვიჩას რო დაეგლიჯა, ტურინელები ამოკეტავდნენ
ახლა ყველას ყურადღება მოდუნებულია. ყველას გონია რო ხვიჩა ფორმაში არაა. ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ,
ამიტომ, 2 გოლს გაიტანს იუვენტუსთან.
თუ არადა ეს პოსტი ამოაგდეთ მერე. და იკისრეთ ხინკალი.