სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა, რომელმაც თავისი გუნდიდან Sofascore-ისგან ყველაზე დაბალი შეფასება (6.3) მიიღო:

"დღეს არავისთან არაფერი არ გვქონდა დასამტკიცებელი. "ინტერთან" უკეთესი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია. ისინი უკეთ გაისარჯნენ, ჩვენ კი უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს რთული გამოწვევა გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს
თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო უქმობა მოუწია.

პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიც არიან და კარგია, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს.

პარასკევს "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დაველოდოთ ამ შეხვედრას და მერე ვილაპარაკოთ".

მკითხველის კომენტარები / 37 /
სპალეტი არის ხიტრი მწვრთნელი
და მე მგონია რო ეს 2 თამაში კვარაცხელია არ გახსნა
სპეციალურად შეზღუდა და ფონს ასე უნდოდა გასულიყო,
უბრალოდ ინტერთან არ გამოვიდა ქულების გაწურვა
მაგრამ მე მგონი კვარაცხელია შეინახა იუვენტუსისთვის
იმიტომ რომ ეს 2 თამაში ხვიჩას რო დაეგლიჯა, ტურინელები ამოკეტავდნენ
ახლა ყველას ყურადღება მოდუნებულია. ყველას გონია რო ხვიჩა ფორმაში არაა. ნაკლებ ყურადღებას დაუთმობენ,
ამიტომ, 2 გოლს გაიტანს იუვენტუსთან.
თუ არადა ეს პოსტი ამოაგდეთ მერე. და იკისრეთ ხინკალი.
Anjelo Antei
01:41 09-01-2023
15
კვარაცხელიას უკუსვლის მიზეზი მარტო ზურგის ტრამვა არ არის. ის შეურაცხოფაცაა მიზეზი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა სატანისტურმა მაფიამ რომ მიაყენა. ეს მაფია ყველა ქართველს ებრძვის, ვინც წარმატებას აღწევს ქვეყნის გარეთ. სამწუხაროდ ჩვენი პასუხი არ არის ადეკვატური. ბასილაშვილის დაღმასვლაც მათი გეგმაზომიერი მუშაობის შედეგია. ისინი შეურაცხოფენ წმინდანებს, ჩვენს სასიქადულო წინაპრებს, თანამედროვე წარმატებულ ქართველებს და ყველაფერი გასდით.
ზურაბ
00:57 09-01-2023
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული