ლოჩოშვილის 83 წუთი და "კრემონეზეს" მორიგი მარცხი

AutoSharing Option
სერია A-ს მე-17 ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ვერონასთან“ 0:2 დამარცხდა.

დუბლი სერბმა ნახევარმცველმა დარკო ლაზოვიჩმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი. "ვერონამ" 4 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც 83-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე მე-14 მატჩი ჩაატარა.

„კრემონეზემ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატზე გამარჯვება არ უზეიმია, 7 ქულით აუტსაიდერია და 14 იანვარს „მონცას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“

ვერონა - კრემონეზე
2:0

გოლები: 1:0 ლაზოვიჩი (9), 2:0 ლაზოვიჩი (26)


მკითხველის კომენტარები / 3 /
Tu simartlea tavidanve gamikvirda Lukas seria A shi moxvedra,imitom rom masze bevrad dzlierma fexbutelma ver shedzlo es,tundac kashiam, kvirkveliam,xocholavam,dvalma da... gamocdileba aklia lukas da unda moumatos ise tamashobs titqos ezarebao unda moindomos warmatebebi mas.
Givi
13:59 10-01-2023
0
თუ გოლი არგაიტანე,თამაშს ვერ მოიგებ.კრემონეზეს კი,მხოლოდ დესერსი ჰყავს და ისიც მხოლოდ საკუთარ თავზე თამაშობს.იყო მომენტები როცა პასის მიცემა თამაშს უფრო გაამწვავებდა,მაგრამ ის მარტო ცდილობდა რაღაცის მოხერხებას.ვერონამ გაცილებით ადვილად დაამარცხა კრემონეზე,ვიდრე იუვენტუსმა.ამ თამაშში,დაცვაც პარალიზებული მოჩანდა,სხვა თამაშებისაგან განსხვავებით.შესაძლოა იუვენტუსთან დაუმსახურებელმა მარცხმა,გუნდზე უარყოფითად იმოქმედა.ასეა თუ ისე,შემტევი ხაზის გაძლიერება აუცილებელია და ამის გარეშე,გასავარდნად განწირული ჩანს, კრემონეზე.
სოსო
13:16 10-01-2023
0

სიახლეები პოპულარული