დუბლი სერბმა ნახევარმცველმა დარკო ლაზოვიჩმა შეასრულა, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი. "ვერონამ" 4 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც 83-ე წუთამდე ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე მე-14 მატჩი ჩაატარა.
„კრემონეზემ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჩემპიონატზე გამარჯვება არ უზეიმია, 7 ქულით აუტსაიდერია და 14 იანვარს „მონცას“ უმასპინძლებს.
ვერონა. „მარკ ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - კრემონეზე
გოლები: 1:0 ლაზოვიჩი (9), 2:0 ლაზოვიჩი (26)
"იუვენტუსმა" "კრემონეზე" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა - ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი სერია A-ში [VIDEO]