კვარაცხელიამ რომ კავანი გაიმეოროს... - "ნაპოლი" "იუვენტუსისთვის" სირთულეა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მატჩი იტალიის სერია "ა"-ში ჩატარდება, სადაც ლიდერი "ნაპოლი" მეორე ადგილზე მყოფ "იუვენტუსს" უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულაა, რაც შეხვედრას კიდევ უფრო მეტ ინტრიგას სძენს.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორის გამო 13 იანვრის დაპირისპირებას განსაკუთრებით ველით. ქართველი გარემარბი ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს და ტურინულ გრანდს მისგან ბევრი ხიფათი ემუქრება. ლუჩანო სპალეტისა და მასიმილიანო ალეგრის დუელი ცალკე საუბრის ღირსია.

"იუვენტუსს" "სტადიო მარადონაზე" (მანამდე ამ არენას 4 სახელი ერქვა, ბოლოს კი "სან პაოლო") თამაში ძალიან უჭირს. Sportall.ge გთავაზობთ 5 საუკეთესო შეხვედრას,
რომლებიც ნეაპოლელთა საშინაო არენაზე ამ გუნდების მონაწილეობით ჩატარებულა.

26.10.2007 წელი

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:1


გოლები: 0:1 დელ პიერო (46), 1:1 გარგანო (48), 2:1 დომიზი (62,პენ), 3:1 დომიზი (69, პენ)

Sportall.Ge

ტურინელებმა ამ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავეს და "ინტერსა" და "რომას" საკმაოდ ჩამორჩნენ, "ნაპოლიმ" კი 2006-07 წლების გათამაშება ცხრილის შუაში დაასრულა. 2007 წლის 27 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრის მეორე ნახევარი ძალიან საინტერესო გამოდგა. სტუმრები ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ დააწინაურა, თუმცა ნეაპოლელებმა თამაშის გარდატეხა მოახერხეს. მატჩში მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გააფრთხილეს და მან საკუთარ კარში ორი თერთმეტმეტრიანიდან ამდენივე გოლი მიიღო.

25.03.2010

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:1

გოლები: 0:1 კიელინი (7), 1:1 ჰამშიკი (51), 2:1 კვალიარელა (72), 3:1 ლავეცი (88)

Sportall.Ge

ეს სეზონი ორივე გუნდმა ცხრილის შუა ნაწილში დაასრულა, 25 მარტს ჩატარებულ მატჩში კი ასევე ტურინელები დაწინაურდნენ. ორივე გუნდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი გამოდიოდა - ტრეზეგე, გროსო, დიეგო; ნეაპოლელთა შეტევის სამეულში კი ჯერ ედინსონ კავანი არ შედიოდა და გოლი ფაბიო კვალიარელამ გაიტანა. ვალტერ მაცარიმ ალბერტო ძაკერონს სამწვრთველო დუელში აჯობა.

09.01. 2011

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:0

გოლები: კავანი (20,27,54)

Sportall.Ge

2011 წლის დასაწყისში გამართული დაპირისპირება ედინსონ კავანის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ესაა საუკეთესო სცენარი, რაც კი ახლა ქართველმა გულშემატკივრებმა შეიძლება წარმოიდგინონ. ურუგვაელი ფორვარდის გზა, რომელიც ამჟამად გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია, მართლაც ბრწყინვალე იყო. ხსენებული მატჩი ის სეზონია, როცა ნეაპოლელებმა სკუდეტოსთვის მაქსიმალურად დიდხანს იბრძოლეს, თუმცა სანუკვარი მესამე ჯილდო მაინც ვერ მოიპოვეს და 2010-11 წლების გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულეს. ამ დროის "იუვენტუსში" გამორჩეული მოთამაშეები ნაკლებად იყვნენ.

05.04. 2017 

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 3:2


გოლები: 0:1 იგუაინი (33), 1:1 ჰამშიკი (52), 1:2 იგუაინი (59), 2:2 მერტენსი (61), 3:2 ინსინიე (67)

Sportall.Ge

იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩი გონსალო იგუაინის ბენეფისად იქცა, არგენტინელმა ყოფილ კლუბს საშინაო არენაზე დუბლი შეუსრულა, რითაც ადგილობრივი ტიფოზები ძალიან გააბრაზა. "ბებერმა ქალბატონმა" ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა და თასის ფინალში გავიდა.

03.03.2019 

"ნაპოლი" - "იუვენტუსი" 1:2 

გოლები: 0:1 პიანიჩი (28), 0:2 ჩანი (39), 1:2 კალეხონი (61)

Sportall.Ge

ამ გუნდების მიერ ნეაპოლში ჩატარებულ მატჩებში "იუვენტუსმა" ბოლოს 2019 წელს გაიმარჯვა. შეხვედრა მასპინძლებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - მეკარე ალექს მერეტი, რომელიც ახლაც მთავარი კიპერია, პირველივე ტაიმში გააძევეს. მეორე ნახევარში ვადაზე ადრე მინდორი გოლის ავტორმა მირალენ პიანიჩმაც დატოვა. მატჩის მიწურულს ლორენცო ინსინიემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ვერ გადაარჩინა. ამ წელს "ნაპოლიმ" მეორე ადგილი დაიკავა და "იუვეს" მთელი 11 ქულით ჩამორჩა.

შეგახსენებთ, იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ნაპოლი" და "იუვენტუსი" 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაუპირისპირდებიან.

altროცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვარამ რომ კავანი გაიმეოროს ალბათ გადაირევა მთელი საქართველო,ნეაპოლი,იტალია.იქნებ ერთი მაინც შეაგდოს,თუნდაც პენალტით
master
11:27 10-01-2023
1
Დანილო, რაბიო და მაკკენი ხვიჩას შეჩერებას ბინძური თამაშით შეეცდებიან, თავიდანვე ფეხებში მიცხებენ, როგორც ინტერმა გააკეთა პირველ ტაიმში.მსაჯების როლი ხვიჩასნაირი ტალანტის დაცვაში უდიდესია,თუმცა ჯერჯერობით ფაქტია, რომ ინტერთან მსაჯმა ორჯერ ისეთი ჯარიმები გაატარა, რომლებიც უეჭველი ყვითელი ბარათით ისჯება, უკნიდან ხვიჩას მუხლის სახსარში ისეთი ჩაარტყეს,რაც უდაოდ ყვითელიბარათიტ ისჯება. Ასე რომ ხვიჩას წინ დიდი და რთული გზა აქვს გასავლელი, ყველაფერს იკადრებენ მის გასანეიტრალებლად და თუ ასე დაუსჯელად გაგრძელდება მისი ჩეხვა,მძიმე ტრავმაც არ დააყოვნებს.
დავითი
16:06 10-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული