გატუზო: ვამაყობ გუნდით - მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ვალენსიას" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ გუნდით. შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს გზაა, რომელიც უნდა გავიაროთ. ეს "კადისთან" დაგვაკლდა. ასევე გაგრძელება გვჭირდება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც აქვს თავისი ხარისხი და მენტალიტეტი.

არ ვიცი, ვაჯობეთ თუ არა მეტოქეს. ტაქტიკურად სხვანაირად მოვემზადეთ, ვიდრე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვასპარეზობდით. ორი ნახევარმცველი დავაყენე და ამისათვის სათანადოდ მოვემზადეთ.

მეკარეები? კურტუა მრავალი წელია განუმეორებელია. ის მსოფლიოს 5 საუკეთესო გოლკიპერს შორისაა. მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია. დღეს არ
გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ფეხბურთელობისას პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. გამართლებაზეა. დღეს ასე არ მოხდა.

მე ტრანსფერებზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა საკადრო პრობლემები გვაქვს. კლუბმა იცის, რომ ნახევარმცველი გვჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე კი მამარდათი ვამაყობ. მაგრად ითამაშა და გამორჩეული იყო გუნდში. სამწუხაროა ისეთ გუნდში რომ არ არის სადაც ჯილდოებს მოიგებს. იმედია ესეც იქნება მომავალში. სასიხარულოა ასეთი მეკარე რომ გვყავს ნაკრებში. წარმატება მამარდას.
G.LA
12 იანვარი 2023 09:48
0
ბრავო მამარდას,შესანიშნავი თამაში ქონდა და მისი გუნდიც კარგად გამოიყურებოდა. გამოცდილება დააკლდა ვალენსიას,თორე ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. გიო ისე იდგა რო გოლის გაშვებას არ აპირებდა(პენალტი არ ითვლება) და იმ მომენტებიდან ერთი რო შეეგდო ვალენსიას შემტევებს,რეალი გაგორებული იქნებოდა.რეალმა სუსტი თამაში ჩაატარა,რაც იშვიათობა არის და ეს იყო შანსი,დამარცხებინა ვალენსიას. რაც შეეხება პენალტებს,ბევრი მეკარე ვიცი,ვინც ვერ იღებს პენალტებს,რადგან ის დამატებითი იმპულსები არ გააჩნიათ,რაც მეკარეს სჭირდება კუთხის გამოსაცნობად ან მეტოქის დასაბნევად. ამ წუთას ალისონი მახსენდება,არც ლორისი არის სუპერი,მარა მაგარი მეკარენი არიან. ისე ვალენსიამ მოიკოჭლა,პეპე რეინა უნდა დაემატებინათ,რათა გიოსთვის გამოცდილება გაეზიარებინა და ესწავლებინა პენალტების მოგერიება. ეს რეინა მაგარი უცნაური მეკარეა,ბევრ შეცდომას უშვებდა სულ,მარა პენალტების მოგერიება იცის. ესპანელია და ვილიარეალმა დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის წინ. კარგი ახალგაზრდები კარგია,მარა სტაბილურობას გამოცდილება იძლევა და ვალენსიას დასჭირდება გამოცდილი ხალხი. კავანი და გაიე ვერაფერს იზავს მარტო,საჭიროა გამოცდილი ხალხის მიყვანა,თუ ევროზონა უნდათ ან ათეული,სხვა შემთხვევაში გაჭირდება. მამარდას წარმატებები და იმედია,რომ ნატვრას მალე აისრულებს,რაც ტიტულის მოგებაში გამოიხატება.
ზეგერს წულეისკირი
12 იანვარი 2023 08:31
0
შემოგთავაზებთ ბატონებო მატჩის ბოლოს დარტყმული პენალტების ალტერნატივას,
ველი დიდ დისკუსიას :
პენალტები დაირტყას მატჩის დასაწყისში და შედეგი შევიდეს ძალაში
ბოლოს, თუ თამაში ფრედ დამთავრდა,
რას იტყვით?
თენგო
12 იანვარი 2023 19:55
3
მე ვფიქრობ საერთოდ ამოიღონ პენალტები ფრეს შემთხვევაში. ითამაშონ იქამდე სანამ გოლი არ გავა. ვინც ფიზიკურად უკეთია მომზადებული ის გაიმარჯვებს. ჰოკეიში პლეიოფში დამკვიდრდა უკვე ზოგიერთ ქვეყანაში. შარშან ჩეხეთში იყო თუ სლოვაკეთში ( ზუსტად არ მახსოვს) 8 პერიოდი ითამაშეს გუნდებმა. მიუხედავად იმისა რომ ჰოკეიში ტაიმი 20წუთიანია ფიზიკური დატვირთვა უფრო მეტია,ვიდრე ფეხბურთში. არაფერი უჭირთ ირბინონ სანამ გოლს არ გაიტანენ
დავით 67
12 იანვარი 2023 21:46
0
ბრავო მამარდა. სისწრაფე აქვს ცოტა კიდევ მოსამატებელი, გამოსვლებზეც კარგი იყო, რეაქციაც მაგარი გამოავლინა, მოკლედ გამოცდილება უფრო დახვეწავს კიდევ, ეტყობა ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ბ რ ა ვ ო ............
საბურთალო
12 იანვარი 2023 18:57
0
წინა სეზონში,მამარდა კარში დარტყმულის მხოლოდ მოგერიებას ცდილობდა და ბურთის ხელში დაჭერას არ ცდილობდა.დღეს უკვე საკმაოდ ხშირად იჭერს ხელში,საკმაოდ ძლიერ დარტყმებსაც კი.ეს ნიშნავს,რომ თავდაჯერებულობა ემატება.რაც შეეხება პენალტებს,რუსულ არხზე ვუყურებდი და კომენტატორებმა,13 პენალტი აქვს გაშვებული და 6 აღებულიო!ეტყობა პენალტების სერიაში აღებულებსაც თვლიდნენ.მშვენიერი სტატისტიკაა,თუმცა ამ ჯერზე,ვერც ერთი ვერ მოიგერია და სტატისტიკაც გაუუარესდა.
სოსო
12 იანვარი 2023 19:00
1
მამარდას სისხარტე-რეაქციის გასაუმჯობესებელი ვარჯიშები ჭირდება და პენალტების ამღებ ძველ ქართველ მეკარეებს (კოტრიკაძე, ურუშაძე, კავაზაშვილი, გაბელია)აჯობებს თავისი შედეგიანობით!
ვაჟა მასწავლებელი
12 იანვარი 2023 15:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული