გატუზო: ვამაყობ გუნდით - მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "რეალთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ვალენსიას" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გააკეთა:

"ძალიან ვამაყობ გუნდით. შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს გზაა, რომელიც უნდა გავიაროთ. ეს "კადისთან" დაგვაკლდა. ასევე გაგრძელება გვჭირდება, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც აქვს თავისი ხარისხი და მენტალიტეტი.

არ ვიცი, ვაჯობეთ თუ არა მეტოქეს. ტაქტიკურად სხვანაირად მოვემზადეთ, ვიდრე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვასპარეზობდით. ორი ნახევარმცველი დავაყენე და ამისათვის სათანადოდ მოვემზადეთ.

მეკარეები? კურტუა მრავალი წელია განუმეორებელია. ის მსოფლიოს 5 საუკეთესო გოლკიპერს შორისაა. მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია. დღეს არ
გაგვიმართლა, მაგრამ ეს ფეხბურთია. ფეხბურთელობისას პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. გამართლებაზეა. დღეს ასე არ მოხდა.

მე ტრანსფერებზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა საკადრო პრობლემები გვაქვს. კლუბმა იცის, რომ ნახევარმცველი გვჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე კი მამარდათი ვამაყობ. მაგრად ითამაშა და გამორჩეული იყო გუნდში. სამწუხაროა ისეთ გუნდში რომ არ არის სადაც ჯილდოებს მოიგებს. იმედია ესეც იქნება მომავალში. სასიხარულოა ასეთი მეკარე რომ გვყავს ნაკრებში. წარმატება მამარდას.
G.LA
09:48 12-01-2023
0
ბრავო მამარდას,შესანიშნავი თამაში ქონდა და მისი გუნდიც კარგად გამოიყურებოდა. გამოცდილება დააკლდა ვალენსიას,თორე ამ თამაშის მოგება შეიძლებოდა. გიო ისე იდგა რო გოლის გაშვებას არ აპირებდა(პენალტი არ ითვლება) და იმ მომენტებიდან ერთი რო შეეგდო ვალენსიას შემტევებს,რეალი გაგორებული იქნებოდა.რეალმა სუსტი თამაში ჩაატარა,რაც იშვიათობა არის და ეს იყო შანსი,დამარცხებინა ვალენსიას. რაც შეეხება პენალტებს,ბევრი მეკარე ვიცი,ვინც ვერ იღებს პენალტებს,რადგან ის დამატებითი იმპულსები არ გააჩნიათ,რაც მეკარეს სჭირდება კუთხის გამოსაცნობად ან მეტოქის დასაბნევად. ამ წუთას ალისონი მახსენდება,არც ლორისი არის სუპერი,მარა მაგარი მეკარენი არიან. ისე ვალენსიამ მოიკოჭლა,პეპე რეინა უნდა დაემატებინათ,რათა გიოსთვის გამოცდილება გაეზიარებინა და ესწავლებინა პენალტების მოგერიება. ეს რეინა მაგარი უცნაური მეკარეა,ბევრ შეცდომას უშვებდა სულ,მარა პენალტების მოგერიება იცის. ესპანელია და ვილიარეალმა დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით სეზონის წინ. კარგი ახალგაზრდები კარგია,მარა სტაბილურობას გამოცდილება იძლევა და ვალენსიას დასჭირდება გამოცდილი ხალხი. კავანი და გაიე ვერაფერს იზავს მარტო,საჭიროა გამოცდილი ხალხის მიყვანა,თუ ევროზონა უნდათ ან ათეული,სხვა შემთხვევაში გაჭირდება. მამარდას წარმატებები და იმედია,რომ ნატვრას მალე აისრულებს,რაც ტიტულის მოგებაში გამოიხატება.
ზეგერს წულეისკირი
08:31 12-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული