ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
ხავსმოდებულები ისევ ჩახავსდნენ ცოტა ხნით, მომავალ უგოლო თანაშამდე :დ
!!
14 იანვარი 2023 02:40
0
რაჰმანის კარში ჩაჭრა და მერეტის სასწაული სეივი ეგ შეიძლება გარდამტეხიც ყოფილიყო თამაშში. ნაპოლის მარჯვენა შემტევი სჭირდება ვინმე ნორმალური, გუშინ ელმასი სცადა და არ ჩანდა ცუდი ვარიანტი. კვარა კიდე მაოცებს და მაოცებს ასე ელეგანტურად და ხშირად, რბილი მოძრაობით როგორ ატყუებს მცველებს
რაბუ
14 იანვარი 2023 12:03
0
ეს ელმასი ხო ყველგან უნდა გაეჩხიროს :@
ლადო
14 იანვარი 2023 03:54
61
დიდი და გულთბილი მოკითხვა ვახუინაასსსსსსსს
მამუკა
14 იანვარი 2023 09:54
8
Kvara Grandisimoooo
Gio9
15 იანვარი 2023 13:46
0
ერთ უცხოურ საიტზე კომენტარებში წავიკითხე ფრაზა, რომელიც პირდაპირ ასახავს ნაპოლი იუვენტუსის თამაშის შედეგს: ნაპოლიმ ბებერი ქალბატონი ქუჩის მეორე მხარეს გადაიყვანა.
გულშემატკივარი
15 იანვარი 2023 13:23
1
ამ ელმასს რას ერჩის ეს გამაგებიეთ ერთი:D
ირაკლი
14 იანვარი 2023 11:29
1
ვინ ერჩის? მშვენივრად შემოვიდა და მარჯვენა ფრთაზე კარგი, იყო არ გამიკვირდება მალე ზელენსი ანგისა ან პოლიტანო სკამზე გადასვას.
ეეე
14 იანვარი 2023 13:23
0
ცაგარელი ისვენებს ნახეთ ჩემი კომენტარები ხვიჩას კრიტიკაზე მადლობა ძმაო რომ 30 წლიანი მწარე ტკივილიანი გულშემატკივრობა ასე გამიმადლიერე და სულ ტყუილად მეგონა უსაფუძვლო ოპტიმისტი ვიყავი შენ მე საკუთარი თავში ეჭვი გამიქარწყელე მკიდია ვისაც გინდა ისე გაიგეთ საქართველოს ნაკრების წაგების დეპრესიაში მაგდებდა სახლში ვიკეთებდი და როცა ყველას ტვინს ვუბურღავდი ყოველი ახალი მატჩის წინ ბოლოს დაცინვის ობიექტი გავხდი მაგრამ ბოლომდევუერთგულე მამაჩემს მადლობა ფულს ვსესხულობდი რომ პროვინციიდან ჩამოვსულიყავი და ნაკრებისთვის მხარი დამეჭირა და ისევიმუხტებოდი სექტორი მე უფრო მეტ ყურადღებას მაქცევდა მაგრამ ხორვატებთან გავილაღე ხალხის თავებზე ვირბინე ისე რომ არავისთვის იოტისოდენა დისკომფორტი შემიქმნია ფაქტიურად დავფრინავდი მადლობა რომ ჩემნაირები ვინც ბევრი ვართ ოღონ ყველ ვერ ახერხებს საზოგადოების წინაშე ფარისევლობა დააღწიოს ეხლა გაილაღეს არავის ვაკნინებ ვიცი როგორია შენ გამო შენი ახლობლები თავს დამცირებულად გრძნობდნენ მაგრამ შეგნებულად არა სიყვარულით ვაკეთებდი მე მიყვარს ჩემი ხალხი კიდე უფრო მაგრად რომ შენ ასე შეგიყვარეს და გიფასებენ თავდადებას შემიძლია გაწყენინე კიდეც პატრიარქის მილოცვა ეს სრული შევარბილებ არმემეტები სირცხვილია ეს ვინც გააკეთებინა არ ვიტყვიმოიცილე თქო მაგრამ თავგზა აგიბნია მაგრამ ვიცით რაც გამოძრავებდა და ესცუდი რამე კი არ გაძლევთ უფრო მეტი გვინდა ხვიჩა გამარჯვებაც მაგარია მაგრამ მარცხის და მიტევების ღირსეულად ატანა ასჯერ მაგარი ისეთი ბედნიერი დღის ბოლო დამეცა 2 საათია ეხლა ვნახე რა დამაძინებს
კახა
14 იანვარი 2023 03:03
10
სიამოვნებისგან ჩავიჯ.ი
სტალინი
14 იანვარი 2023 02:19
13
მაშინ სახელი უნდა დაიწერო "გრეჩიხა" გია მაისურაძე და არა სტალინი
-
14 იანვარი 2023 03:26
12
სტალინისთვის მიუღებელი იყო ეიფორია, ნებისმიერი გამარჯვების შემთხვევაში
-
14 იანვარი 2023 03:25
5
ჭორიკანებო დედები მოკითხეთ
დჭ
14 იანვარი 2023 10:56
4
სი ოლეეე
დჭ-ს
14 იანვარი 2023 11:49
0

სიახლეები პოპულარული