"ფეხბურთის მენეჯმენტში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა" - სიომინი ხვიჩას ამბავზე

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა შეაფასა.

"ყველაზე მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა. ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და უშუალო კონკურენტი დაამარცხეს. ხვიჩამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა! ჩემი აზრით, ეს ევროპაში წელს ყველაზე კაშკაშა თამაში იყო. გამოავლინა თავისი ინდივიდუალური უნარები, ისევ იგივე, რომლებიც ყველა წინა ცალკეულ შეხვედრებში ჰქონდა, მაგრამ ასეთ შედეგებს იშვიათად აღწევენ ინდივიდუალისტი ფეხბურთელები: სამი საგოლე პასი და გოლი "იუვენტუსთან" - ფანტასტიკური შედეგი და თამაშია.

მე რატომ მეკითხებით ხვიჩას "ლოკომოტივიდან" გაშვებაზე? მე ხომ არ გამიშვია. ეს ფეხბურთის
მენეჯმენტში ერთ-ერთი ყველაზე უარესი გადაწყვეტილებაა. ხვიჩას გაშვებით "ლოკომოტივმა" ათობით მილიონი დოლარი დაკარგა", - ციტირებს სიომინს "РБ Спорт"-ი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენ ბევრად მეტი მილიონები დაკარგეთ უამრავი ქართველის კარიერის სპეციალურად დანგრევით და რუსეთში ჩაკეტვით. ანანიძე ასათიანი კვირკველია მარცვალაძე ხოჯავა გოგუა... სია გრძელია, ევროპიდან მოწვევებს უმალავდით მერე იგებდნენ როცა ყველაფერი ჩაშლილი იყო ტრანსფერებს უბლოკავდით და თამაშის საშუალებასაც არ აძლევდით უმიზეზოდ არ ათამაშებდით გუნდებიდან აგდებდით
Risxva.
22:42 14-01-2023
27
თქვენი მავნებელი დ....
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული