"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" ჩემპიონობა, "კვარას" კი სერია A-ს ბომბარდირობა შეუძლია:

"ხვიჩას შეუძლია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს, "ნაპოლი" კი სერია A-ს გამარჯვებული.

კვარაცხელია ძალიან კარგად ასპარეზობს და მისგან ასეთ შედეგს ალბათ არავინ არ ელოდა.

საქართველოში მის ამბებს ყველა ძალიან განიცდის და ქომაგობს. ვისაც საშუალება აქვს, ნეაპოლში მიფრინავს, უყურებს მის თამაშებს და შემდეგ უკან ბრუნდება. ხვიჩას შედეგებით მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. 

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის ტოპ-კლუბების ყურადღების მიქცევას შეძლებს, მაგრამ "ნაპოლიდან" წასვლა
ჯერ ალბათ ძალიან ადრეა და ის ამ გუნდში 2 წელი მაინც უნდა დარჩეს", - ციტირებს ქინქლაძეს Metaraings-ი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ნეტავი რა შენ ფეხბურთი გათამაშება, რაც მართლა მაგრად გამოდიოდა და ექსპერტობა კი არ არი შენი საქმე
ბს
16 იანვარი 2023 12:58
25
ქინქლაძე რატომ არ მწვრთნელობს?
ალექსანდრე
16 იანვარი 2023 12:38
3
ალექსანდრეს
აქვს სპორცმენის , თუნდაც მწვრთნელის ხასიათი ? ნიჭი კი , უდიდესი , მაგრამ
ქინქლაძე და სპორცმენი ? - მე სასაცილოდ არ მყოფნის . მე მგონი , მე უფრო მინდოდა მაგის ნიჭის გაბრწყინება , ვიდრე მაგას . რა მწვრთნელი , როგორ გეკადრებათ . განა ყველა ლექტორად და მასწავლებლად ვარგა , ვინც საგანი ტეორიულად იცის . ლეგენდა შეეძლო ყოფილიყო , სამწუხაროდ არ გახდა , არ ისურვა ((
zaza
16 იანვარი 2023 19:55
2
მართლა მაინტერესებს რატომ არ უნდა მწვრთნელობა. ჩემი აზრით უმაგრესი მწვრთნელი იქნება. დისლაიქი რატო?
ალექსანდრე
16 იანვარი 2023 13:38
2
შენ და შოთი შეიძლება არ ელოდით, მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი რომ მაგრად ითამაშებდა. შოთიმ 10 გოლი კარგი იქნებოდაო. 20-ზე მეტს გაიტანს!!!
აბო
16 იანვარი 2023 12:37
4
შენ და შოთიო, და ამისგან რა გუნდა? და ჯერ ეგ ერთი შოთიმ კი არა აჩიმ თქვა 8 გოლი რომ გაიტანოს კარგი იქნებაო
ჰმ.
16 იანვარი 2023 22:02
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული