"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" ჩემპიონობა, "კვარას" კი სერია A-ს ბომბარდირობა შეუძლია:

"ხვიჩას შეუძლია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს, "ნაპოლი" კი სერია A-ს გამარჯვებული.

კვარაცხელია ძალიან კარგად ასპარეზობს და მისგან ასეთ შედეგს ალბათ არავინ არ ელოდა.

საქართველოში მის ამბებს ყველა ძალიან განიცდის და ქომაგობს. ვისაც საშუალება აქვს, ნეაპოლში მიფრინავს, უყურებს მის თამაშებს და შემდეგ უკან ბრუნდება. ხვიჩას შედეგებით მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. 

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის ტოპ-კლუბების ყურადღების მიქცევას შეძლებს, მაგრამ "ნაპოლიდან" წასვლა
ჯერ ალბათ ძალიან ადრეა და ის ამ გუნდში 2 წელი მაინც უნდა დარჩეს", - ციტირებს ქინქლაძეს Metaraings-ი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
უბრალოდ ტოპ კლუბები იმიტომ არიან მიმზიდველები რომ ბევრად დიდ ხელფასებს იხდიან.ხვიჩას 1,2 მილიონი აქვს და თუ მას 10-ჯერ მეტს გადაუხდიან აუცილებლად წავა.რა მიზეზმა შეიძლება ათქმევინოს უარი 10-12 მილიონ ევროს ხელფასზე?
ასეა ეს
17 იანვარი 2023 15:20
0
რა გაატრაკეთ საქმე ამ ტოპ-კლუბში გადასვლაზე ლაპარაკით. "ტოპ"-ის კრიტერიუმები ვინმემ ჩამოწერა სადმე ? ნაპოლისთან ერთად თუ სკუდეტო და ლიგა მოიგო, ავტომატურად ტოპ კლუბის ტოპ ფეხბურთელი არ გამოვა ?
მიშა
17 იანვარი 2023 11:40
1
ცოტა ხანში ხვიჩა დასაბმელი გიჟი გახდება მინდორზე,მაგის გამჩერებელი ცოტა თუ იქნება,წარმატებები ხვიჩას
zaza1965
17 იანვარი 2023 00:46
0
თუ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა და ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, ხვიჩას დიდ ფულსაც გადაუხდიან, რადგან ჩემი ინფორმაციით ნაპოლის დიდი ამბიციები აქვს და გრანდადაც სურს ჩამოყალიბება
გიო
16 იანვარი 2023 23:10
1
არ მინდა ჩრდილი მივაყენო ქინქლაძეს, მაგრამ ხვიჩა განსაკუთრებულია და ბევრად უფრო მეტადაა ევროპაში აღიარებული, ვიდრე ქინქლაძე იყო თავის დროს.
თამაშითაც ხვიჩა უფრო მრავალფეროვანია.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ თქვენგანს ხვიჩას თამაში იუვენტუსთან არ უნახია.
ზაქრო
16 იანვარი 2023 20:10
24
მართალს ამბობ და რას გიდისლაიქებენ ვერ გამიგია
MARGALONA
17 იანვარი 2023 00:40
1
ან თქვენ არ გინახავთ ქინქლაძეს თამაშები
გიორგი
16 იანვარი 2023 22:45
5
ყველა გამოხმაურება
კარგია, როცა უფროსი თაობა გულითად რჩევას აძლევს მომავალ თაობას. ხვიჩასთვის კი გამოცდილების მიღება მართლაც საჭიროა (ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა წარმოაჩენს მის რეალურ კონდიციას) - სხვა მხრივ თუ არ მიეცა შანსი ვერ გაიწვრთნება საქმეში და ფიზიკური შესაძლებლობის მომატების სურვილიც აღარ ექნება.
ნიკო
16 იანვარი 2023 20:03
0
ქინქი მართალს იძახის უნდა დარჩეს 2 წელი გამოცდილებაც დაუგროვდება და მერე გადავიდეს ტოპ კლუბში მე და ქინქის მოსაზრება ემთხვევა არ გეწყინოთ
დავით
16 იანვარი 2023 17:36
2
ქინქლაძე ღვთისგან საფეხბურთო ტექნიკით დაჯილდოვებული ბიჭი იყო. განსხვავება ხვიჩასა და ქინქლაძეში კი ისაა, რომ ღმერთისგან საფეხბურთო ტექნიკასთან ერთად ხვიჩა უფლისგან შრომისმოყვარეობითაცაა დაჯილდოვებული და ტექნიკის და შრომისმოყვარეობის კოქტეილი კი სწორედ იმ ფენომენალურობას და გენიალურობას ქმნის რასაც ხვიჩუნია წარმოადგენს. ღმერთი იყოს ჩვენი საამაყო ქართველი ახალგაზრდას, ხვიჩას მფარველი და შემწე ყველგან და ყველაფერში და მრავალი წელი ეხარებინოს და სიამაყის გრძნობით ავსებდეს ქართველებს და სრულიად საქართველოს!!! ქუგალე ხვიჩა!!!
saqartvelos rigiti moqalaqe
16 იანვარი 2023 17:33
2
ანუ როცა ადამიანი წარმატებას აღწევს, ნიჭი, შრომა ყველაფერი ღმერთს მიეწერება და როცა პირიქით ფეხი დაუცდება ყველაფერი ადამიანის ბრალია :)))
nedved
16 იანვარი 2023 18:56
6
ხვიჩას ოქროს ბურთის არა, მაგრამ ოქროს ბუცის აღება არ გაუჭირდება (თუ კიდევ იძლევიან მაგ ბუცს არ ვიცი)!
მწვრთნელი
16 იანვარი 2023 16:23
1
შეიძლება ქინქლაძე ხვიჩაზე ნიჭირერიცაა, და მე მგონის ასეა, მაგრამ ხვიჩამ უკვე მეტს მიაღწია ფეხბურთში ვიდრე გიორგიმ მთელი კარიერით (ოქროს ბურთზე ათეულში ნომინაცია მარტო რად ღირს). ხვიჩა განსხვავებით ქინქლაძისგან მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობს და თავისი შედეგით უკვე აჩვენებს ეს რამხელა უპირატესობაა.
გიორგი
16 იანვარი 2023 16:20
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული