საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი კარიერას ბოსნიურ გუნდში გააგრძელებს.
"სარაევომ" 21 წლის გულიაშვილს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის "საბურთალოს" აღზრდილია და ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.
"სარაევო" 18 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილზეა და 25 იანვარს "ზრინსკის" უმასპინძლებს.