ხვიჩას "სიტიში" შესაძლო ტრანსფერზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მიზნებსა და ნეაპოლში ჩასულ ქართველ გულშემატკივრებზე ფეხბურთელის აგენტმა ისაუბრა

AutoSharing Option
დღეს "დეილი მეილმა" გაავრცელა ინფორმაცია "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "მანჩესტერ სიტის" დაინტერესების თაობაზე. ამაზე, ქართველი ლეგიონერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ჩემპიონატთან" ინტერვიუში მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა ისაუბრა.

- პირველად გაჩნდა ინფორმაცია ხვიჩასადმი "მანჩესტერ სიტის" ინტერესის შესახებ. ეს შეიძლება არსებითი წინადადება იყოს?
- მე მაგიდაზე არავითარი ქაღალდი არ მაქვს, ისევე, როგორც, ვფიქრობ, "ნაპოლის" ოფისშიც არაა.

- გუშინ მან "ნაპოლიში" თასზე არ ითამაშა - და მაშინვე სენსაციური საშინაო მარცხი მოკრძალებულ "კრემონეზესთან"...
- ასე გადაწყვიტა ლუჩანო სპალეტიმ, დასვენების საშუალება მისცა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არაა. ამ წუთებში ხვიჩა უკვე ვარჯიშზეა. შაბათს "სალერნიტანასთან" ითამაშებს.

- გაგაკვირვათ, რომ სპალეტიმ გადაწყვიტა, იმდენად გაფრთხილებოდა, რომ განაცხადშიც კი არ შეიყვანა? თუმცა "ნაპოლის" სხვა ლიდერები პენალტების სერიის წინ შეცვლაზე შევიდნენ...
- ამაში არაფერია გასაკვირი. სრულფასოვანი დასვენება - ე.ი. სრულფასოვანი დასვენება.

- თქვენ მუდამ ხვიჩას გვერდით ხართ?
- ახლა გარკვეული დროით გავედი, მაგრამ უახლოეს თამაშზე ვიქნები.

- ნობელ არუსტამიანის იური სიომინის იტალიაში ვიზიტზე ვრცელ სიუჟეტს ვუყურე. მომეჩვენა, რომ კვარაცხელიას ირგვლივ თქვენი თანამემამულეები ცოტანი იყვნენ...
- რას ამბობთ! გასასაუბრებლად სამასი ადამიანი მივიდა. შესანიშნავი შეხვედრა იყო.

- სოციალურ ქსელებში მარადონას სახელობის სტადიონზე უამრავ ქართველ გულშემატკივარს ვხედავ. იქ რამდენი არიან?
- დაახლოებით ათასი. ყველა მატჩზე 300 ადამიანი თბილისიდან სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოდის, პლუს, ნეაპოლში მცხოვრები და იქ დასაქმებული ქართველები. თვით ქართველი ქალებიც, რომლებმაც აქამდე ფეხბურთის შესახებ არაფერი იცოდნენ.

- "რეალთან" დაკავშირებულ ხვიჩას ჭაბუკურ ოცნებებზე ახლა შეიძლება მხოლოდ ვიხუმროთ?
- მოცემულ მომენტში გასაგებია, მისი ყველა ფიქრი "ნაპოლისთანაა" დაკავშირებული. თუ სერია A-ს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლის შანსია, სხვა რა აზრი შეიძლება არსებობდეს? იტალიის ჩემპიონატში ცხრაქულიანი უპირატესობის ხელიდან გაშვება დაუშვებელია. 1/8-ფინალში ვალდებულნი არიან "აინტრახტის" ბარიერი გადალახონ. ასე რომ, არის მიზნისაკენ სწრაფვა - აქ და ახლა.
- და ფულზე... დღეს გამოჩნდა რაღაც ტრანსფერული ორიენტირი - 100 მილიონი ევრო მუდრიკის "შახტარიდან" "ჩელსიში" გადასვლაზე. მაშინვე "იუვენტუსის" ყოფილმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ სხვა შედარება მოიყვანა: თუ, ვთქვათ, სწორხაზოვანი ლუკაკუ იგივე 100 მილიონი ღირს, მაშინ ტექნიკურ კვარაცხელიას სულ სხვა ფასი უნდა ჰქონდეს. როგორი?
- აი, ამაზე ამჟამად ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
აცალეთ რა ამ ბავშვს მობილიზევე და თამაში ნაპოლიში.რეალში რომ ,გადავიდეს,თქვენ მაიც არ მოისვენებთ,გარკვეული კატეგორია.მერე ალბათ მარსზე ყოფილა რაღაც გუნდი და იმაზე ილაპარაკებთ.არ გააწყ ალეთ საქმე.
კახა ქ.
07:52 21-01-2023
0
ნაპოლი წელსვე დაადებს რეალს ასი პროცენტით გეუბნებით ნეტა ერთმანეთს შეხვდნენ ლიგაზე!!!
ზაზა
21:11 19-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული