"ნაპოლის" საიტი იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრენაჟორებზე დაიტვირთა და იმედია, ის სერია A-ს მომავალ ტურში "სალერნიტანასთან" თამაშს შეძლებს.
"გაძეტა დელო სპორტმა" დღეს ნეაპოლურ გუნდზე წერილი გამოაქვეყნა და აქცენტი ქართველის მდგომარეობაზე გააკეთა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ "ნაპოლის" შეუძლია პირველი წრე 50 ქულით დაასრულოს, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდება, თანაც გამარჯვება მნიშვნელოვანია თასზე "კრემონეზესთან" მწარე მარცხის შემდეგ; კვარაცხელიამ ტრენაჟორებზე ივარჯიშა, შაბათს მისი თამაში შესაძლებელია და ეს ნეაპოლელთათვის კარგი ამბავია.
"KK77-ის ფანტაზია "ნაპოლის" ერთ-ერთი მამოძრავებელი ფაქტორი იყო. შემდეგ სამ ვარჯიშზე სპალეტის უკეთ ეცოდინება,
ვისი იმედი უნდა ჰქონდეს "სალერნიტანასთან", რათა პრესტიჟულ მიზანს მიაღწიონ: პირველი წრე 50 ქულით დაასრულონ. ასეთი რამ კლუბის თითქმის ასწლოვან ისტორიაში არასოდეს არ მომხდარა. ვინც ეს შეძლო (რამდენჯერმე "იუვენტუსმა" და "ინტერმა"), საბოლოო ჯამში ჩემპიონის ტიტული მოიგო. ამას ნეაპოლში მთელი 33 წელია ელიან. ამჯერად ამისი სჯერათ და "კრემონეზეს" პატივისცემის მიუხედავად, ამ გუნდთან წაგება ქალაქში განწყობას ვერ შეცვლის".