Il Mattino-ს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა საეჭვოა.
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ გაციებულია, რის გამოც დიდი შანსია, "სალერნიტანასთან" მატჩი გამოტოვოს. ამ შემთხვევაში ლუჩანო სპალეტი თამაშის შანსს ელიფ ელმასს მისცემს. ჩრდილომაკედონიელი შესანიშნავ ფორმაშია და მწვრთნელისგან დიდ სათამაშო დროსაც იღებს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" ჩემპიონატს 47 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "მილანს" კი 9 ქულით უსწრებს.
La Gazzetta dello Sport: KK77-ის ფანტაზია და "ნაპოლი" ისტორიული რეკორდის მიჯნაზე