ოსიმენი: კვარაცხელია ფუნდამენტურია, სპალეტი - შთაგონების წყარო, მიზანი კი მხოლოდ სკუდეტო არაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა Radio Kiss Kiss-თან განაცხადა, რომ "იუვენტუსთან" მოგებული მატჩის შემდეგ გულშემატკივართა სიხარულის გამო ბედნიერი იყო, "კრემონეზესთან" წაგება მტკივნეული გახლდათ, შეცდომების გამოსწორებაა საჭირო, "სალერნიტანასთან" დაპირისპირებისთვის სერიოზულად ემზადებიან, სერია A-ში სიურპრიზები მოსალოდნელია, მეტოქეს პატივს სცემენ, მაგრამ სამი ქულა სჭირდებათ.

ოსიმენის თქმით, მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მისთვის შთაგონების წყაროა, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტაქტიკაზე ხშირად მუშაობენ; მიზანი მხოლოდ სკუდეტო როდია, რამეთუ "ნაპოლი" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, სეზონის ბოლოს გამარჯვება ფანებთან ერთად უნდა იზეიმონ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი
ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მითამაშია. წარმოუდგენელი ტექნიკა აქვს. თუმცა ვერ დავივიწყებ სხვა ძლიერ პარტნიორებსაც - ლორენცო ინსინიესა და დრის მერტენსს, მაგრამ "კვარა" ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიუხედავად ამისა, დაამტკიცა, რომ გუნდისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ბევრ გადაცემას მიკეთებს და მიხარია, რომ "ნაპოლიში" იზრდება და დიდი ფეხბურთელი ხდება. არ ვფიქრობ, რომ მისგან მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს".

მკითხველის კომენტარები / 21 /
წარმატებები ხვიჩას... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
20 იანვარი 2023 13:09
0
ხვიჩას,გუნდში ყველაზე მაგრად უდგას გვერდში უფროსი ძმასავითაა მარტო ის რად ღირდა პენალტის დასარტმელად ბურთი თვითონ რომ მიუტანა.სპალეტის დამსახურება ისაა რომ გუნდი შეკრულია და კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებს.ხოლო ზედმეტი ქებადიდება რომ ახალგაზრდებზე ცუდად მოქმედებს ამის მაგალითები ბევრი გვაქვს.
ამაშია საქმე
20 იანვარი 2023 12:29
0
რუბინში კვარას უფრო აქებდნენ და უფრო ბრწინავდაო, ვიღაც წერს. სხვები ამბობენ, ნაპოლი სოფლის გუნდიაო. ე.ი. რა გამოდის, ნაპოლი სოფლის გუნდია, სადაც მარადონა თამაშობდა და რუბინი მსოფლიო ფეხბურთის გრანდი? ოსიმენმა კარგი სიტყვები არ დაიშურა კვარასთვის, აქო და ადიდა და მეტი რა ქნას კაცმა? მართლაც რომ ერთერთი ძლიერი ტანდემის მსოფლიოში. სტატიას მარტო კითხვა არ შველის, აზრის გამოტანაა საჭირო.
ქართველი
20 იანვარი 2023 01:59
0
3-4 კომენტარიდანაც ჩანს რომ ჩვენი საშველი არაა... წაკითხულის გააზრება გვიჭირს, უკიდეგანო რასიზმში ვიხრჩობდით და თავი მაინც კიტრები გვგონია... რა ევროკავშირი, რა შინ ევროპისკენ, რა დამოუკიდებლობა და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, 20 წელიწადში პროპაგანდით და იდეური ზომბირებით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყანა გადაიქცა საბჭოეთისთვის თავდადებულ კომუნისურ ხალხის მასად... განათლება და სკოლებში ეროვნული სულისკვეთების გამტარებელი იდეური მუშაობის გარეშე ცოტა ხანში რუსეთი მიაღწევს საწადელს, "საქართველო ქართველების გარეშეს", იმედია უკრაინაში ამოიძირკვება ეს ბოროტების მაშხალა და ასე მაინც იქნებ გადავრჩეთ
რა მაფიაა?
20 იანვარი 2023 01:35
6
ხოდა მეც მაგას ვამბობ, ქართული შევიყვაროთ და ამაში დავხარჯოთ ენერგია, სხვის ლანძღვას და ერთმანეთის ჭამასთქო, მარა სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია რუსეთის პოტენციური მონობის გამო ნებსით თუ უნებლიეთ დაჭამოს თავისიანი, 3000 წლიანი ისტორია ბრძოლაზე და თავდადებაზე დგას და ეხლა რაც ხდება რუსეთის ძლაიან დიდხნიანი, ვითომ ჩუმი და დროში გაწელილი გეგმის ნაწილია და თუ ასე გავაგრხელეთ და რუსეთი უკრაინაში სრულად არ ამოიძირკვა, საფრთხე იქმნება რომ საწადელს მიაღწიოსთქო და ეს ყველაფერი ამ სამიოდე კომენტარით არ დამიწსკვნია, უბრალო ეს ერთერთი მაგალითია... რაც შეეხება არავინ გვინდა, საქართველო მარტო უნდა იყოს თემას, ამ 3000 წლიანი ისტორიის მანძილზე სრულად მარტო არასდროს ყოფილა საქართველო, ყოველთვის ყავდა მოკავშირე, ხან თვითონ იყო დომინანტი (სამწუხაროდ იშვიათად) ხან ვიღაცის კალტის ქვეშ, იმ წუთას რომელი იმპერიაც ნაკლებად მავნებელი იყო... ასე რომ არავინ გვინდა, არ გამოდის, მითუფრო ასეთ დაჩაჩანაკებულ მდგომარეობაში, და ამ წუთას რუსეთს სამყაროში ყველა და ყველაფერი ჯობია და ამის დანახვა რომ ასეთი რთულია ზოგიერთისთვის, ეგაა ყველაზე დიდი იმედგაცრუების და პესიმიზმის საფუძველი
რა მაფიაა?
20 იანვარი 2023 11:40
0
ამას ეხლა მიხვდი მეგობარო?
მეგრელი
20 იანვარი 2023 03:04
2
ყველა გამოხმაურება
უმადური ტიპია ოსიმენი, რუბინში კვარას რუსი ბიჭები ბევრად მაგრად მოიხსენიებენ, სწორად გამიგეთ ზოგ-ზოგირეთებმა, მაგრამ ჩვენი როგორც საფეხბურთო ქვეყნის და ისედაც, როგორც ქვეყნის მომავალი რუსებთანაა, რუბინში კვარა ბევრად ბრწყინავდა, ევროპა კვარას დაღუპავს, საბედნიეროდ დღეს საქართველომ უკვე სწორი გზა აირჩია, გამგები გაიგებს!
kaxa
20 იანვარი 2023 01:22
80
მეორედ ვცდი კიდე... ავოიეეეეეე
რა მაფიაა?
20 იანვარი 2023 20:42
0
შენნაირები მზად არიან, ერთი გამარდჟობა გენაცვალეს გამო კუდი უქიცინონ რუსებს, სანამ არ მოძვრებათ.
რა სამარცხვინოა.
ზუსტად შენნაირები წარმოუდგენიათ რუსებს ქართველები.
კუდის მოქოქიცინე, ჩოხაში ჩაცმული, მომღერალ-მოცეკვავე და გამრთობი. არ დაგამადლიან, მოგიგდებენ საქებარ სიტყვებს, რომელიც ასე მოგწონს და რომლისთვისაც საკუთარი თანამემამულეებს ზედ გადაუვლი.
ხვიჩას ოცნება ევროპულ გუნდში თამაში იყო და არა ტულასთან და როტორთან. ამას რუსეთში ყოფნის დორსაც ამბობდა!
საკუთარი შვილები გაუშვით ციმბირში,ვისაც რუსეთი ასე გიყვართ და სხვის შვილებს თავი დაანებეთ.
როგორც კი საშუალება გაგიჩნდებათ, მაინც ეგრევე ევროპაში გინდათ და რავიცი.
თქვენნაირი ადამიანები სიამოვნებით შემოუძღვებიან აქ რუსის ჯარს, იმიტომ რომ რუსის ერთი თავზე ხელის გადასმისთვის, სულს გაყიდით.
ჩემი მომავალი არაა რუსეთთან დაკავშირებული და შენი თუ გინდა იყოს.
კვარაცხელიასთვის კარგი თუ გინდა იმას როგორ უნდა ამბობდე, რადგან იქაურები კარგს იძახიან მასზე, ამიტომ იქ ჯობდაო.
უხერხულად არ გრძნობ თავს?
ძალიან გინდოდათ თქვენნაირებს კვარაცხელიასთვის რუსეთუმეობა შეგეტენათ და ევროპა გელანძღათ მაგრამ ჩაგივარდათ კოვზი.
ყველას გააგებინა მაგ ბიჭმა სად არის მისი ადგილი და ამ ქვეყნისიც!
!!
20 იანვარი 2023 14:13
0
ყველა გამოხმაურება
მაგარი, უმაგრესი, ჯიგარი კაცი, ყოველგვარი ყალბი და ფლიდი და შემეტენე სიტუაციებისგან თავისუფალი, მეგობრული და პირდაპირი, და თან მაგარი როჟა. ყოჩაღ
კაპიტან გარდენბურგი
20 იანვარი 2023 01:10
0
წარმოდგენა მაქ ამ სოფლის გუნდს რას უზამდნენ რომ კვარაცხელია სხვაგან გადასულიყო ზაფხულში და არა მანდ.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
20 იანვარი 2023 00:02
35
და თვითონ რამდენი წლისაა რო ამდენს ბლატაობს?:) მხოლოდ 24. ტოჟე მნე დელ პიერო რა. კვარა მაგაზეც მაგარია და მაგაზე ცხრჯერ ძლიერზეც
ddd
19 იანვარი 2023 21:40
63
ნიგერიელია 24 უწერია ისე 27-28ის იქნება. ვინ თამაშობს ნიგერიაში ნამდვილი საბუთებით
Gia
20 იანვარი 2023 00:00
14
მერედა სადმე ამბობს, რომ მე კვარაზე მაგარი ვარო?
რრრ
19 იანვარი 2023 23:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული