ზივზივაძე მალე შეიძლება პოლონურ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეიძლება კარიერა პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდში გააგრძელოს.

mkszaglebie.pl-ის ცნობით, ზივზივაძის სამსახურით "ზაგლებიე" დაინტერესდა და ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

გასული წლის 11 ოქტომბერს "უიპეშტთან" ნამატჩევს მომხდარი ფაქტის შემდეგ ზივზივაძე დუბლებში გადაიყვანეს და მას გუნდის გამოცვლა უნდა. ბუდუს უნგრულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება "ზაგლებიეს" - 18-გუნდიან ჩემპიონატზე მე-15 ადგილზეა, ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და ამ გუნდში გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი თამაშობენ. ახლახან ლიუბინელებმა მწვრთნელი პიოტრ სტოკოვეცი გადააყენეს და მის ნაცვლად ვალდემარ
ფორლანიკი დანიშნეს, რომელმაც შემადგენლობის გაძლიერება მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, "ზაგლებიე" მის შეღავათიან ფასში შეძენას იმედოვნებს.

ბუდუს გასული წლის ზაფხულში პოლონური "შლიონსკი" ეპატიჟებოდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ უნდა ეს პოლიონეთი ვერც ერთი ჩვენი ფეხბურთელი ვერ მოერგო მათ ლიგას ყველაზე კარგი ავსტრია იქნებოდა
მიხო
20:35 21-01-2023
3
ერუდირებული ფორვარდია ... მაგრად მომწონს ასეთი სტილის ფორვარდები რა თქმა უნდა მეტს იმსაზურებს
bejo
22:02 21-01-2023
1

სიახლეები პოპულარული