სპალეტიმ "ნაპოლისთვის" ფუნდამენტალური ფიგურა დაასახელა

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განსაკუთრებულად გუნდის კაპიტანი და გასულ მატჩში პირველი გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გამოყო:

"დი ლორენცო ჩვენთვის ფუნდამენტალური ფიგურაა. ის იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და ყველა თანხმდება, რომ "ჯიო" ამ როლს შესანიშნავად უმკლავდება.

მას ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც პარტნიორებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის აგზავნის მნიშვნელოვან სიგნალებს და აქვს პასუხისმგებლობა", - თქვა სპალეტიმ.

altსპალეტი: სკუდეტოს მოგების

დიდებული შანსი გვაქვს
მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთი გამაგებინეთ, რამდენიმე სეზონი უნდა დარჩესო, რომ ამბობთ, ხომ დაამტკიცა ხვიჩამ, რომ ნებისმიერ დონეზე გაქაჩავს, და თან როგორ. აბა მუდრიკი 100მილიონი ღირს და 7-ჯერ მეტი ხელფასი რატომ უნდა ქონდეს ხვიჩაზე, ბოღმა მახჩობს მე პირადად. ნაპოლიში ერთ მილიონად ათამაშებენ. კაი თავიდან რა იცოდნენ, როგორ გაქაჩავდა, ამ სეზონის შენდეგ, მე რომ ხვიჩას ადგილზე ვიყო, უფრო დიდ კლუბში წავიდოდი, ბევრად მეტსაც გადამიხდიდნენ. რატომ არა? მითხარით ვინმემ, ერთ მილიონად რატომ უნდა ითამაშოს, ჰაი კლასია უკვე...
ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
ლევანი
22:43 22-01-2023
3
მე პირადად არანაირი კითხვა არ მაქ სპალეტისთან, ხვიჩამ ჯერ რამოდენიმე წელი ნაპოლიში უნდა ითამაშოს, და რაც მთავარია იტალიური ენა უნდა ისწავლოს კულტურა და ა.შ. მაგალითად როგორც შრკტელი იყო.
გიო
15:41 22-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული