სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად "სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა, რომელმაც განსაკუთრებულად გუნდის კაპიტანი და გასულ მატჩში პირველი გოლის ავტორი ჯოვანი დი ლორენცო გამოყო:
"დი ლორენცო ჩვენთვის ფუნდამენტალური ფიგურაა. ის იმსახურებს კაპიტნის სამკლაურს და ყველა თანხმდება, რომ "ჯიო" ამ როლს შესანიშნავად უმკლავდება.
მას ვარჯიშზეც და თამაშის დროსაც პარტნიორებზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ის აგზავნის მნიშვნელოვან სიგნალებს და აქვს პასუხისმგებლობა", - თქვა სპალეტიმ.
11:23 22-01-2023
სპალეტიმ "ნაპოლისთვის" ფუნდამენტალური ფიგურა დაასახელა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
ეს ჩემი აზრია რა თქმა უნდა.
"მერწმუნე შვილო გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის,
ყოველი გარჯა დაკარგულია."
დ.გურამიშვილის ანდერძია ეს და მე პირადად ვეთანხმები.
ისე, ჩემი შეხედულებით დღეს ნაპოლის ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, ძირითადი ბირთვიდან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მათგანს შეუძლია ფუნდამენტური როლის საკუთარ თავზე აღება.
"მერწმუნე შვილო გამოცდილია,
თუ საძირკველი დანგრეულია,
მაშინ კედლების აშენებისთვის,
ყოველი გარჯა დაკარგულია..." :)
არავისთან ვდავობ, უბრალოდ, ჩემი შეხედულებით, მთელი ნაპოლი ერთი უმტკიცესი შენობაა და ყველა მათგანს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ფუნდამენტური როლის მორგება!
მაინც, განმარტება გავაკეთე, ვიდრე კითხვები დაისმება რატომ არა ხვიჩა ან ოსიმენი ან ლობოტკა ))