აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში "ნაპოლის" ორი ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენიც, მოხვდა.
ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")
"ქართველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, ისევე, როგორც მისი "ნაპოლი". ხვიჩას მოქმედებები მოედანზე გვაფიქრებინებს, რომ გარემარბი მსოფლიოს საუკეთესო გუნდში აღმოჩნდება. მაგალითად, "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა კვარაცხელიასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა. 21 წლის ფეხბურთელს ნეაპოლურ კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი (2027 წლამდე) აკავშირებს. თავად მოთამაშეს
ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")
ვიქტორ ოსიმენს წარმოუდგენელი სეზონი აქვს. სერია A-ს 14 მატჩში გატანილი 12 გოლი, ნიგერიელის წინააღმდეგ თამაში ყველას აშინებს. წინა სეზონებთან შედარებით, კარის ხაზთან თითქმის არ ცდება და მომენტების უმეტესობად გოლად აქცევს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ნაპოლიმ" მასში 60 მილიონი ევრო გადაიხადა, ეჭვგარეშეა, რომ მის მსურველ კლუბებს 100-მილიონზე მეტის გადახდა მოუწევთ. ოსიმენს "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, 24 წლის შემტევის დამატებით კი დაინტერესებას ისეთი გუნდები გამოთქვამენ, როგორებიც: "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და "ჩელსი" არიან".
ესპანური გამოცემის სიაში ასევე მოხვდნენ: რაფაელ ლეაო (მილანი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), გონსალო რამოსი (ბენფიკა).
"ნაპოლიმ" მოიგო, ხვიჩას არყოფნა იგრძნობოდა - ჯანმრთელობის პრობლემა აღარ უნდა იყოს!..
AreaNapoli: სპეკულაციებით "ნაპოლის" დესტაბილიზაციას ცდილობენ - სანქციების საშიშროება არ არსებობს