ხვიჩა "რომასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-20 ტურში, გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს.

იტალიური გამოცემა La Reppublica-ს ცნობით, "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დედაქალაქურ გუნდს პირველივე წუთებიდან შეუტევს.

შეგახსენებთ, ხვიჩამ 21 იანვარს "სალერნიტანასთან" მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დაიწყეს შეთქმულებია თეორიები, სიცხე რო მიეცა და ცუდად რომ გამხდარიყო რატომ არ შეიძლება ნეტა? :)
თვითონ იგონებენ და მერე იჯერებენ.
კვარას რომ კოვიდი დაუდასტურდა, მაშინაც ასე იგონებდით აქ სისულელეებს.
თან კვარას ლანძღავდით, აბრალებდით, ნაკრებში თამაში არ უნდაო.
როგორ შეიძლება მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებდეთ თქვენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს და სტრესს უქმნიდეთ აქედან.
სრულიად ჯანმრთელი ფეხბურთელი თქვენი აზრით სახლში წამოწვებოდა და მწვრთნელიც არ ათამაშებდა ხო? საიდან იგონებთ მაინტერესებს.
ან სიცხე რომ მისცეს ადამიანს და გრიპი დაემართოს ასე წარმოუდგენელი რატომ არის თქვენთვის.
პირველი შეხვედრა რომ ჩაატარა შვედეთთან შარშანწინ, მაშინ პირველი ტაიმი ითამაშა მარტო და მეორეში შეცვალეს, იმიტომ რომ ცუდად გახდა. მახსოვს რეები მოიგონეს აქ და რა ცილისწამებები დაუწერეს. ყოველთვის ასს ხდებოდა მის მიმართ.
სირცხვილია უბრალოდ.
ეგ გულშეატკივრობა არაა.
18 წლის ასაკიდან გამოჩნდა ეგ ბიჭი და ამ ქვეყნისგან ცილისწამების და რაღაცის დაბრალებების მეტი არაფერი მიუღია!
0
Გაუმარჯოს! Მარჩიელობას აზრი არ ააქვს ალბათ.., ჩემი აზრით იუვენტუსთან ხვიჩა მთლიანად გაიხარჯა და გამოიფინა, შესაბამისად ვერ აღიდგინა ფიზიკური ფორმა და თან წინ რომა ელით... Შეიძლება გამოფიტვითაც სიცხე მოგვცეს და მისავათებული გაციებულივით იყო... Თასზეც დაასვენა, მაგრამ სალერნიტანასთან სათამაშოდ ეტყობა არ იყო სათანადო ფიზიკურ კონდინციაში... Არამგონია, შეთქმულების თეორიას ჰქონოდა ადგილი...
Bengalski777
19:52 23-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული