მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანეს - "ვალენსიამ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-18 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

მართალია, ჯერ შედეგი არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ბოლო მატჩებში „ვალენსია“ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. ამ შეხვედრაში თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმის დასასრულს კინაღამ დაისაჯა - პენალტიდან ბურთი ძელს რამაზანიმ გაარტყა.

მეორე ტაიმში კიდევ უფრო სახალისო ფეხბურთი ვიხილეთ: კლუივერტმა მასპინძლები დააწინაურა, ბრანდარისმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კავანი „ალმერიას“ საჯარიმოში წაიქცა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ცოტა ხანში „ღამურებს“
გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მალე გაიამ მაინც გაიტანა. ეს ამ სეზონში გუნდის კაპიტნის პირველი გოლია. თუმცა, მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - საჯარიმოში ოზკაჯარმა შეცდომა დაუშვა და მამარდაშვილის კარი პორტილიომ დალაშქრა.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-12 ადგილზეა, 26 იანვარს თასზე „ბილბაოს“ უმასპინძლებს, 29 იანვარს კი პრიმერაზე გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 33 442 მაყურებელი
ვალენსია - ალმერია 2:2
გოლები: 1:0 კლუივერტი (48), 1:1 ბრანდარისი (54), 2:1 გაია (65), 2:2 პორტილიო (75)
გამოუყენებელი პენალტი: რამაზანი (44)

მკითხველის კომენტარები / 8 /
საშინელი დაცვის ხაზი ყავთ და უფრო უარესი მწვრთნელი.რა მოგწონთ ამ გატუზოში ვერ ვიგებ,ტიპს არანაირი ტაქტიკური მონახაზი არ აქვს.
გეგი
02:11 24-01-2023
3
გატუზოს მწვრთნელობა არ გაიშვას, იმედია ამ სეზონის შემდეგ გიო უკეთეს გუნდში გადავა. წარმატებები!!!
Musenbezi
03:51 24-01-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული