"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია. 

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობ
ესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

altჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
ესენი ასი წელი არ შეეშვებიან ჯიქიებს და ძიუბებს, 10 ანწუხელიძეც რომ ყავდეთ მაგალითად. მე სულაც არ მიკვირს ამდენი რუსის შემოსვლა. საქართველო მაინც გაიმარჯვებს, ამათ რა ეშველებათ.......
საუკეთესი იყო იური გაგარინი, იმის მოსვლამდე(მოფრენამდე) იხაროს საქართველომ ))))))
24 იანვარი 2023 13:15
11
საიტი შეგეშალა, გადადი რა ამბები ჯიზე, ან რა თქვა ასეთი ამ ბიჭმა რო გაიგიჟეთ თავი, კალაძეზე მეტი ტიტული აქვს მოგებული ქართველებიდან ვინმეს? ტიტულოვანზე თქვა და არა საუკეთესოზე, ან ერთ ქალაქში თუ იყვნენ და ყოფილი თანაგუნდელები მოინახულა მოღალატეა?
Zola72
24 იანვარი 2023 16:01
8
სად კალაძე და სად ჩივაძე, ცა და დედამიწა. კალაძე იყო სწორხაზოვანი უძლიერესი ფლანგის მცველი, აი საშა ჩივაძე კი ნამდვილი პროფესორი იყო, მრავალმხრივი ფეხბურთელი. ხურცილავა არ დაგავიწყდეთ. კალაძე საუკეთესო კი არაა, უბრალოდ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. ხურცილავას და ჩივაძის სამშობლოში სასაცილოა კალაძის საუკეთესოებაზე ლაპარაკი.
კალაძეო?
24 იანვარი 2023 13:08
3
კალაძის საფეხბურთო სტილი შეიძლება ბევრისთვის რ იყო მოსაწონი მაგრამ უდიდესი ფეხბურთელი რომ იყო რად უნდა ლაპარაკი, ვისაც ეჭვი გეპარებათ ალბათ არ გახსოვთ მისი თამაში, პირველად რომ ლიგა მოიგო მილანში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი, მის ფრთაზე ფიგუს და ბექჰემს ფეხი არ გაანძრევინა, მაშინ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ეგენი იყვნენ, კიდევ უამრავი რამის გახსენება შეიძლება, რაც შეეხება იმ ორ გოლს, რამდენი არ გაატანინა მეტოქეს ისიც გავიხსენოთ.
გიო
24 იანვარი 2023 13:08
19
თქვენი აზრით რატომ არის დაბალ დონეზე ქართული ფეხბურთი?
ხალხი იმიტომ არ დადის სტადიონებზე, რომ ფეხბურთელები ცუდად თამაშობენ და შოუს ვერ ქმნიან თუ ფეხბურთელები იმიტომ არ ინდომებენ, რომ ხალხი არ დადის და ვისთვის ითამაშონ?
სულ მაწუხებს ეგ კითხვა და ორივე პასუხზე მიფიქრია.
მე რომ ფეხბურთელი ვიყო, რა მოტივაცია მექნებოდა ცარიელ სტადიონზე, სადაც ვნება, ემოცია, ყველაფერი ერთად უნდა ჩავდო, ვისთვის დავდო ეგ ემოცია, თუ არავის ვაინტერესებ და საპასუხო ემოციას არავინ მომცემს?
და ასევე გულშეატკივრიდ პოზიციიდანაც ვფიქრობ, რისთვის წავიდე თამაშზე, თუ ემოცია, ვნება, ლამაზი თამაში არ იქნება. არ მირჩევნია ტელევიზორში რომელიმე ტოპ გუნდი ავირჩიო და იმის გულშემატკივარი გავხდე?
ასეთი მიდგომა თუ გვექნა ხო სულ აღარავის მოუნდება თამაში და დამღუპველი იქნება.

შევთანხმდეთ, რომ მარტო ერთი ხვიჩა გაზაფხულს ვერ მოიყვანს ამ ქვეყანაში.
Skeleton
24 იანვარი 2023 13:08
1
რა ქნას? ეტყობა ჯანო სამშენებლო ბიზნესში გადაეშვა და თქვენ ხო არ მოაგებინებთ ტენდერს?))))
ბონდო
24 იანვარი 2023 13:04
11
ჯიგარი ხარ გრიშა პაპა. ))))
პაპა ირაკლა
24 იანვარი 2023 13:02
1
რა სასიამოვნოდ ჟღერს, მოსკოვის სპარტაკს ეწვია, სპორტ-ესპრესს მისცა ინტერვიუ, კრემლშიც რო დაეპატიჟათ ალბათ იქაც მივიდოდა. კარგი რა ჯანო, დაარქვი მტერს მტერი და მოეშვი ორმაგ თამაშს. საუკეთესო ფეხბურთელი ბევრი გვყავდა, შენ რომ გინდა კალაძე იყოს, ეგრე არაა. გუცაევის თამაშებზე როგორც ზეიმზე ისე დადიოდა ხალხი, შოთას გოლები აიაქსში და რეინჯერსში, მესხზე, მაჩაიძეზე და მეტრეველზე აღარაფერს ვამბობ.
კარგით რა
24 იანვარი 2023 13:00
6
რას არ გაიგებ, კალაძე თურმე მარტო საუკეთესო მერი კი არა, საუკეთესო ფეხბურთელიც ყოფილა)))
კაი რა ჯანო, ჩივაძის ან ყიფიანის თამაში არ გინახავს?
ალექსანდრე
24 იანვარი 2023 12:59
4
სასაცილოა როცა საუბრობენ კალაძეზე როგორც საუკეთესო ქართველ ფეხბურთელზე,თქვე დალოცვილებო ძველი დინამოს ფეხბურთი თუ არ გინახავთ ინტერნეტში მაინც მოძებნეთ თამაშები ქართველების მონაწილეობით,ერთი ჩვეულებრივი დამცველი იყო და ისტორიაში შევიდა როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და საკუთარ კარში ერთ თამაშში ორი გოლის გამტანი და მორჩა,ვისაც მართლა გონია საუკეთესო თამაშის გაგებაში არაა.
გრიშა პაპა
24 იანვარი 2023 12:28
17
ჯანოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტულის კალაძისთვის მინიჭება არასწორია, მაშინ როდესაც გვყავდა მსოფლიო დონის ლეგენდები - პაიჭაძე, ღოღობერიძე, მესხი, მეტრეველი, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ყიფიანი, გუცაევი, მანუჩარ მაჩაიძე, ჩივაძე, რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო
ზურა
24 იანვარი 2023 12:10
1
შევჩენკო გაგიგია?
გია-ს!
02 ივნისი 2023 16:48
1
ტიტულები რა მარტომ მოიგო აბა გაიხსენე ვის გვერდით თამაშობდა
გიოს
24 იანვარი 2023 13:02
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული