მამარდაშვილს მეტი ამბიცია სჭირდება - გატუზოს პროექტს დრო ვერ აძლიერებს

AutoSharing Option
ჯენარო გატუზოსა და "ვალენსიას" ისტორიას წარმატებული ნაკლებად ჰქვია. ერთია, გუნდს მწვრთნელისთვის ალღოს ასაღებად გარკვეული დრო დასჭირდეს, თუმცა მეორეა, როცა სეზონის ნახევარი გავიდა და შედეგის მხრივ ისინი პირიქით, რეგრესის გზას ადგანან. "ღამურების" მატჩებში იგრძნობა, რომ მათ დომინანტური, კომბინირებული თამაშით სურთ ფონს გასვლა, თუმცა ამისათვის საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ. ჯენარო გატუზო საკუთარ პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა ეს დიდი ნუგეში ვერ იქნება. თანამედროვე ფეხბურთში შედეგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა იოლად ევსება.

გასულ სეზონში ხოსე ბორდალასს ჩემპიონატში არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა, თუმცა
მის კომპენსირებას სამეფო თასზე ახერხებდა, სადაც ფინალში დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ახლაც მთავარი შანსი "კოპა დელ რეიზე" უნდა ეძიონ, სადაც მეოთხედფინალში არიან და ბილბაოს "ატლეტიკთან" მოუწევს საქმის დაჭერა. წინ დიდი დროა, მიუხედავად იმისა, რომ ვალენსიელებს ჩემპიონატში გამარჯვება უჭირთ და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 3 ქულით აღემატებიან, შანსები გადაწურული არაა. გუნდი გამართული ფეხბურთის თამაშს ცდილობს. შესაძლოა, ედინსონ კავანის მსგავსი გამოცდილი ფიგურა მეტი უნდა შეეძინათ. მნიშვნელოვანია, რომ ჯასტინ კლუივერტმა უკანასკნელ ორ შეხვედრაში გაიტანა და მისი ფორმაში შესვლა გარდამტეხ დროს ხდება.

Sportall.Ge

ჩვენი მთავარი ინტერესი გიორგი მამარდაშვილის თამაშის მიმართაა, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს და მის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს. როცა გიორგი ეროვნული ლიგიდან "ვალენსიაში" გადავიდა, მაშინ ალბათ რთული წარმოსადგენი იყო, რომ ამას ასე მალე ვიტყოდით, თუმცა "მამარდა" უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში გვსურს და წარმოგვიდგენია. ბოლო დროს მადრიდის "ატლეტიკოს" მზარდ ინტერესზე წერენ. მეკარის კარგი თამაში ისეთ გუნდებში უფრო გამოკვეთილია, რომლებიც ფავორიტებში არ არიან და საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი ყველაფერს აკეთებს, თავისი გუნდი უფრო ცუდ ვითარებას ააცილოს.

თასის მატჩი უკვე ვახსენეთ და შორს არც "ლა ლიგაში" მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებაა. კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია და 5 მარტამდე, როცა გატუზოს გუნდი "ბარსელონას" უნდა ესტუმროს, მაქსიმალურად ბევრი ქულის მოპოვებაზე უნდა იფიქრონ, რათა ფსიქოლოგიური და სატურნირო მდგომარეობა გამოასწორონ. სანაკრებო პაუზამდე "მამარდამ" 10 მატჩი უნდა გამართოს.

altმამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანეს - "ვალენსიამ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

altმამარდაშვილი არასტაბილურ "ვალენსიაში" და გატუზოს მთავარი პრობლემა - გიორგი ტოპკლუბში გვჭირდება!

მკითხველის კომენტარები / 5 /
სანამ მამარდა პენლების გამოცნობაზე ხტუნვას სხვა მხარეს გაგორებას არ შეშვება და რეაგირებით ეცდება მათ აღებას მისი ფასი ძალიან გაბერილია. ბევრი ამბობს პენალზე რეაგირება ძნელია. ისეთ ახლოდან დარტყმულ ბურთებზე აკეთებს რეაგირებას პენალი არაფერი უნდა იყოს მისთვის. უბრალოდ ეს გამოცნობა რაც შემოვიდა მოდაში ამისგან დაპროგრამებულია ბავშვობიდან. ასევე ჩაწოდებულ ბურთზე გამოსვლებზე თამაში კიდევ უნდა გააუმჯობესოს. ბევრჯერ მოძრაობას აკეთებს გამოსასვლელად და ატორმუზებს და მერე აგვიანებს. ბოდიშს ვიხდი კრიტიკაზე, მაგრამ ყველას მისი წარმატება გვინდა რაც ნაკრებში თამაშის ხანგრძლივ წარმატებას წაადგება.
simartle
18:40 24-01-2023
5
ძალიან მაგარი ბიჭია,მაგრამ გრანდი ადრეა მისთვის. ჯერ არ არის მზად არც ფიზიკურად და არც მორალურად. ისეთი ფონი იქმნება რო გიორგის დონესა და გუნდის დონეს შორის დიდი სხვაობაა,რაც არასწორია
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული