2003-04 წლების სეზონში არსენ ვენგერის გუნდმა თითქოს შეუძლებელი შეძლო და პრემიერლიგაში, ტიერი ანრის ლიდერობით, წაუგებლად გაიმარჯვა. გუნდში სხვა დიდებული მოთამაშეებიც იყვნენ. ამის შემდეგ "წითელმა" ლონდონმა "ლურჯი" მხარის, "ჩელსის" არაერთი ტიტული, მათ შორის, 2 ჩემპიონთა ლიგა იხილა და მათ ახლა გამარჯვების გემოს
და რა იყო სეზონის წინ? ლონდონის "არსენალი" განსაკუთრებულად მაინც არ გაძლიერებულა, "ნაპოლიდან" კი ლიდერები წავიდნენ და მათი შეცვლა თითქოს შეუძლებელი ამბავი ჩანდა. გავა დრო და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ეპოქალურ მნიშვნელობას შეიძენს, არაორდინარული ქართველი ხომ აქ მოსვლის პირველივე დღიდან გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახდა. სეზონის წინ, როცა საქართველოში ნეაპოლელების თამაშს ასე დეტალურად ნაკლებად ვაკვირდებოდით, იტალიურ მედიაში წერდნენ, რომ ძალიან ნიჭიერ ვიქტორ ოსიმენს გვერდით აუცილებლად სჭირდებოდა ისეთი შემტევი, რომელიც 24 წლის ნიგერიელს ზონებს გაუხსნიდა და ის უფრო მეტი საგოლე შანსის შექმნას შეძლებდა. ყველაფერი კარგი ასე აგიხდეთ. ვიქტორს გასულ სეზონებში 10 და 14 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა, ახლა კი ეკვატორზე უკვე 13 გოლი აქვს. ამაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ გარემარბსაც შეაქვს. "არსენალთან" პარალელი რომ გავავლოთ, ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი დაშავდა და როცა ლონდონელები თითქოს დაიძაბნენ, 23 წლის ედი ნკეტია ძალიან თავდაჯერებით ათამაშდა და უკანასკნელ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" დუბლი შეუსრულა. ასე რომ, ზოგჯერ, როცა რომელიმე ლიდერის გარეშე დარჩენა კატასტროფა გგონია, იქნებ საქმე უკეთეს მდგომარეობასთანაც გქონდეს. ინსინიეს "ნაპოლიდან" წასვლას ხომ ერთგვარი შფოთიც კი მოჰყვა.
მიკელ არტეტამ გასულ წლებში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა, რის შედეგებსაც ახლა იმკის. მოთამაშეები, რომლებსაც გუნდში პირველი სეზონი არ აქვთ, ახლა თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ და დამრიგებელთან ერთად გაიზარდნენ. ასეთი ნორვეგიელი მარტინ ოდეგორია, რომელიც გუნდში მესამე სეზონს ატარებს და ყოველწლიურად უფრო შემოქმედებითი, შედეგიანი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულია. "ნაპოლის" მსგავსი სტილის ნახევარმცველი ნაკლებად ჰყავს, საგოლე იერიშებითა და პასებით აქ კვარაცხელია გამოირჩევა. ლონდონელებში ამ მხრივ ბუკაიო საკაც მოწინავეა. ლუჩანო სპალეტისაც ხომ ზურგს ყველაფერთან ერთად "ნაპოლის" გასული სეზონის გამოცდილება უმაგრებს, როცა ლიდერობა ხელიდან გაუშვეს და ეს ძალიან უნდა გამოადგეს. მის სხვა მოთამაშეებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად პროგრესირებენ - სტანისლავ ლობოტკა ("ნაპოლიში" მე-4 სეზონს ატარებს), ზამბო ანგისა (მეორე სეზონი) თუ ელიფ ელმასი (მეოთხე სეზონი).
დაველოდოთ, იტალიური გუნდები "ნაპოლისთვის" წინააღმდეგობის გაწევას რამდენად შეძლებენ, "არსენალს" კი ზურგსუკან თვით პეპ გვარდიოლას "სიტის" სუნთქვა ესმის.
"ნაპოლიმ" მოიგო, ხვიჩას არყოფნა იგრძნობოდა - ჯანმრთელობის პრობლემა აღარ უნდა იყოს!..
"არსენალმა" "იუნაიტედს" ბოლო წუთზე მოუგო და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]