ქვილითაიას შეტევაში პარტნიორად "მანჩესტერის" ყოფილი თავდამსხმელი ეყოლება - ქართველების "აპოელმა" იტალიელი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის ბინადარმა "აპოელმა", სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი: ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ირჯება, იტალიელი ფორვარდი ფედერიკო მაჩედა დაიმატა.

31 წლის თავდამსხმელი ნიქოზიურ გუნდში თურქული "ანკარგიუჯიუდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. 

მოგეხსენებათ, მაჩედა სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედში" ასპარეზობდა, ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

ის "წითელი ეშმაკებიდან" რამდენიმე გუნდში იყო განათხოვრებული, 2014 წლიდან კი "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან შრომითი ხელშეკრულება ამოეწურა.

ფედერიკომ მოასწრო თამაში იტალიურ "ნოვარაში", ბერძნულ "პანათინაიკოსში", გერმანულ "შტუტგარტსა" და სხვა არაერთ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მანჩესტერში მაკედას ეძახდნენ ჩვენი კომენტატორები, რას გაიგებ.
0
Upro shemcvlelad moiyvanes radgan magalia ds tavit tamashi sheidzlia
L.J .
13:47 25-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული