sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" ფავორიტების სია განაახლა - "კვარა" მეცხრეა, ოსიმენი მეათე

AutoSharing Option
sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" მოგების შანსებზე ისაუბრა და საუკეთესო 10-ეულიც შემოგვთავაზა.

ჩამონათვალში შეხვდებით ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს:

"2022-23 წლების სეზონში კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა შემტევმა, მეტსახელად "კვარადონამ", სერია A ელვისებური სისწრაფით აიღო. მან თავისი სტაბილურობით, მომაჯადოებელი ტექნიკითა და უნარებით არა მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრები, არამედ მთლიანი საფეხბურთო სამყარო მოხიბლა. 21 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და თავი 9 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები მნიშვნელოვნად შეაფერხოს, თუმცა ყველაფერი
ჯერ წინაა" - წერს გამოცემა.

საუკეთესო ათეულში:

1 - ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი")

2 - კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი")

3 - ერლინ ჰოლანი ("მანჩესტერ სიტი")

4 - რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა")

5 - ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი")

6 - ვინისიუსი (მადრიდის "რეალი")

7 - კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი")

8 - ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი")

9 - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

10 - ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")

მკითხველის კომენტარები / 9 /
!!!
100%
23:27 25-01-2023
0
ჩვემ გასაგებია დამატებითი სტიმული გვაქვს ხვიჩას გულშემატკივრობის, მაგრამ საზღვარგარეთ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გაუჩნდა. აი რასაც ქვია გაფაციცებული რომ ელოდებიან მის გაბრწყინებას. ახალი უნდა ხალხს ფეხბურთში. არ აკმაყოფილებს უბრალოდ კარგი ფეხბურთი, შედეგი და გოლები. სხვას ელოდება, სილამაზეს ელოდება, ეფექტურობას. ბევრს მოენატრა. და ამოუვიდა ყელში ფეხბურთელების ზომვა მხოლოდ ფიზიკით ან გუნდის მიერ დაკავებული ადგილით, ან თასის აღებით. ლამაზ საფეხბურთო მომენტზე ამოხვეშა და ამოოხვრა უნდა ხალხს თამაშის ყურების დროს. ჩვენ რომ გვბრიდავს კვარცხელია მიერ თამაშების გამოტოვება, მაგალითად სურდოს გამო, ეგრეა ბევრი საზღვარგარეთაც უკვე. ნეაპოლს არ ვგულისხმობ. ბევრს ვუყურებ კვარაზე და ვხედავ რომ ავადმყოფობად გადაექცა ბევრ სპეციალისტს, კომენტატორს, გულშემატკივარს მისი მონაწილეობით მატჩების მოლოდინი.
Charley
18:17 25-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული