
"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მომჯობინდა, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და "რომასთან" მატჩისთვის ემზადება. იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ მომავალი დაპირისპირების შესახებ კომენტარი ტელეკომპანია "Tele A"-სთან გააკეთა:
"როგორ დასრულდება ეს შეხვედრა? ამაზე ბევრი ვიფიქრე. თუ ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, ნეაპოლელები 3:0-ს მოიგებენ. თუ არ ითამაშებს, მატჩი 2:0 დასრულდება".
AreaNapoli წერს, რომ დიდი ალბათობით, ქართველი რომაელებთან იასპარეზებს.
"ნაპოლისა" და "რომას" მატჩი 29 იანვარს გაიმართება.