მატჩის დღე! მამარდაშვილს თასზე "მშრალი" სერიის გაგრძელება შეუძლია - 7:0 ორი ბარიერის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში ორი ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია - "ბარსელონა" და "ოსასუნა", კიდევ ორი კი დღეს, 26 იანვარს, გაირკვევა. თუკი ყველაზე დიდ ინტერესს მადრიდული დერბი იწვევს, "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის, ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება "მესტალიისკენაა", სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.

ჯენარო გატუზოს გუნდის მთავარი მიზანი შარშანდელი შედეგის, მინიმუმ, გამეორება უნდა იყოს, როცა ვალენსიელები "კოპა დელ რეის" ფინალში დამარცხდნენ. ცოტა ხნის წინ ჩატარებულ სუპერთასის შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ქართველ მეკარესა და მის თანაგუნდელებს ასეთ შეხვედრებში
გრანდებთან ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, მით უმეტეს, როცა საქმე ერთმატჩიან დუელს ეხება.

"ვალენსიას" ისევ აკლია ნიკო გონსალესი, უგო დუროს თამაში კი საეჭვოა. თუკი ოსკარ დე მარკოსი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ეს ბასკებისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება. მან წინა ეტაპზე, "ესპანიოლთან", გამარჯვების გოლი გაიტანა.

გატუზოს გუნდმა ქვეყნის მიმდინარე თასის ეტაპები საკმაოდ იოლად გაიარა, ორ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი არცერთი მიუღია. ასე რომ, გიორგი მამარდაშვილს შეუძლია "მშრალი" სერია გააგრძელოს. შეგახსენებთ, "ლა ნუსიასთან" მატჩის 77-ე წუთზე "მამარდა" შეცვლეს და თავის გამოჩენის საშუალება სათადარიგო კიპერს მისცეს. აქვე გეტყვით, რომ ხაუმე დომენეკი, რომელიც ქართველის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა, დიდი ხანია ტრავმირებულია.

მატჩს გამოცდილი კარლოს დელ სერო განსჯის. მისი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, "იუვენტუსსა" და პსჟ-ს შორის იყო. წარმატება ვუსურვოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯს!

altმამარდაშვილს მეტი ამბიცია სჭირდება - გატუზოს პროექტს დრო ვერ აძლიერებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები გიო გენაცვალე
ბაჩო
14:19 26-01-2023
0
ძაან გადავერთეთ ხვიჩაზე, მიდი მამარდ!
ესპანიოლა
14:18 26-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული