"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
რუსეთის ჩემპიონატში ,პელეს ან მარადონას,რომ ეთამაშა,ისინი არც პელე იქნებოდა და არც მარადონა,აგერ ახლა არ იყო,რომ რუსეთის ჩემპიონატში კარლოს ალბერტომ და ეტომ ითამაშეს,მერე გავდენ ისინი თავიანთ თავს?რიგით რუს ფეხბურთელებს დაემსგავსენ,ამიტომ გვინდოდა კვარადონას სასწრაფოდ წასვლა რუსეთიდან,რაც საბედნიეროდ მოხდა და კვარა ახლა თამაშობს იმ ფეხბურთს,რომელიც მთელ მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მოწონს.
შენ კი რა ჩუგუნიც იყავი,იმ ჩუგუნად დარჩი,ჩუგუნოვ.......
თერჯოლელი
27 იანვარი 2023 12:48
1
საერთოდ რუსების კომენტარების კომენტარები ვის რაში აინტერესებს? ვინმეს კიდე ეჭვი ეპარება რო კარგს არაფერს იტყვიან (1 ან მაქსიმუმ 2 გამონალისი). ასე რომ რუსსკი კარაბლის გზა მაგათ და არ გვაინტერსებს რუსები რას ამბობენ სართოდ...
ID
27 იანვარი 2023 12:38
1
როგორ ამართლებს თავის გვარს, ეს მართლაც ჩუგუნი.
ბესიკი
27 იანვარი 2023 12:15
0
მიდით მოუშალეთ ნერვები ხალხს, მოლოდეც
კაპიტან გარდენბურგი
27 იანვარი 2023 12:11
1
წაშალეთ "kaxa"-ს პრორუსული აგიტაცია.
დანარჩენებს ლაიკები დაურიგეთ.
ქ. გ.
27 იანვარი 2023 11:43
2
რამდენი რუს-მონღოლი ან გარუს-მონღოლებული პიტალო კლდე რამეს იტყვის ყველაფერი მოწინავე სპორტულ პორტალზე კი არ უნდა გამოაქვეყნოთ!
llcl
27 იანვარი 2023 11:35
0
ტიპიური შურიანი ღრუსი
:)
27 იანვარი 2023 11:29
0
ჩუგუნია ეს მართლა ვიღაც, რეებსრე რომ ბოდავს
Nukri
27 იანვარი 2023 11:23
0
ცოტა კრიტიკულია ალექსანდრე, მაგრამ მართალს ამბობს, რუსეთი უბრალოდ უფრო ფიზიკური ჩემპიონატია, ხვიჩას ევროპაში გააფუჭებენ, რუსეთში რომ დარჩენილიყო ბევრად ფიზიკური გახდებოდა და მჯერა რომ ბევრად დიდ სახელს დატოვებდა, ზოგადად საქართველომ უნდა იპოვოს თავისი ნიშა საფეხბურთო სამყაროში და არამარტო საფეხბურთოში, ჩვენი ბიჭები ყოველთვის წარმატებით გამოდიოდნენ და გამოდიან რუსეთის ჩემპიონატში, უბრალოდ ფიზიკაშია მოსამატებელი, არ დაიწყოთ ეხლა ზოგ-ზოგიერთმა მოგზავნილმა "რაის რუსეთიო", ევროპაში არავის ვჭირდებით და არცაა საჭირო! მაგათ ხვიჩა მხოლოდ საბიზნესოდ ჭირდებათ! ჩვენი საფეხბურთო ბაზისი და არა მარტო საფეხბურთო ყოველთვის იყო რუსეთი, ჩვენ მარტონი დავიჩაგრებით! მხოლოდ ერთად კავშირისკენ! საბდენიეროდ დღეს უკვე საქართველო წორი გზით მიდის.
kaxa
27 იანვარი 2023 11:22
93
მინდა დაგწყევლო მაგრამ არ ღირს.))))
მეგრელი
27 იანვარი 2023 14:42
1
Kaxa-s ექიმმა ხომ გითხრა წამლები რეგულარულად დალიეო?! Დაუჯერე!!!
Ზაზა
27 იანვარი 2023 13:27
2
ყველა გამოხმაურება
ეს მართლა ჩურინოვია,, კი ნამდვილად ჩურიიი...ნოვია
კაკო
27 იანვარი 2023 11:16
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული