"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
"ჩუგუნოვი", გვარიც როგორი მრავლის მთქმელი აქვს.
მალაქია
27 იანვარი 2023 13:54
1
გავიცნობდი ჩუგუნივის ცოლს
Io
27 იანვარი 2023 13:50
2
Misi coli 60mde iqneba da rad ginda magis gacnoba:))prosta ertxel tu unda "dasajo"eg xooo:)))
L.J .
27 იანვარი 2023 15:43
1
შენ ნუ გეშინია,იმ ქალს ნაღდად არ ეკლდება,იმისთანა იდიოტი ქმარი ყავს.
ALONZO
27 იანვარი 2023 14:52
0
გვარის შესაბამისად აზროვნებს "კრიტიკოსი"...
შენღა გვაკლდი
27 იანვარი 2023 13:43
0
რუბინის და რუსეთის ლიგას დამსახურებაა რასაც ხვიჩამ მიაღწია თორემ ქართულ ფეხბურთში რომ არაფერი კეთდება კი ვიცით!!!!
სამწუხაროდ:(
27 იანვარი 2023 13:29
31
მეც მაგას ვამბობ! აქ კიდე ზოგიერთმა მოზგავნილმა მლანძღა! რუსეთის გარეშე არამარტო საფეხბურთო როგორც ერს მომავალი არ უწერტია! ამას ამერიკის აგენტურა მოკალათებული ენჯეოებში და ოპოზიციაში მიზანმიმართულად ძირს უთხრის, ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს უთხრის ძირს! რომელიც მხოლოდ ერთობითა და კავშირშია შესაძლებელი! კავშირი რომელიც 30 წლის წინ ამერიკის დაკვეთით მოღალატეებმა მოსპეს! დღეს კი ხვდება უკვე ერიც და მმართველი პოლიტიკური ელიტა და უკვე სწორ გზაზეა ქვეყანა!
kaxa
27 იანვარი 2023 14:04
19
არ ვიცი ქართულად თუ წაიკითხავ მაგრამ რუსულად მოგწერ.Если ты лучше чем Хвича почему тебя не нашла это звезда? Насколько должен быть человек говном ,в прямом смысле этого слова, чтоб вот такое написать. Но это говорит в тебе зависть потому что Хвича излучает свет ,а от тебя несет дерьмом!!!!!!Читай и радуйся.
taso
27 იანვარი 2023 13:20
0
არ ტყუის,თუჯისთავა.გაუშვით ხვიჩა,ისევ რუსეთის ჩემპიონატში და ორ თამაშში,ინვალიდად გადააქცევენ.არც ადრე აკლებდნენ,მაგრამ არ ეგონათ,ამდენზე თუ გაქაჩავდა და იმიტომ,პირდაპირ ფეხის მოტეხვაზე არ წასულან.კი,სმოლოვიც არ იყო ცუდი,მაგრამ რას მიაღწია,კი ვხედავთ და მანაც,ალბათ ჩუგუნოვისნაირებს უნდა დააბრალოს,თავისი უბედურება.დაახლოებით 1-2 წლის წინ,ერთი რუსი "სპეციალისტი"წერდა,მიხეილ მესხზე გაცილებით მაგარია,პავლიუჩენკოვო და მისნაირ ფინტებს,მიშა მესხი ვერასოდეს აკეთებდაო.ამ ჩუგუნოვისა არ იყოს,ალბათ არც ამას უნახია,როგორ თამაშობს ხვიჩა ნაპოლიში და არც იმას,როგორ თამაშობდა მესხი.ჩვენ მაგათ ვერაფრით დავეხმარებით და მხოლოდ სინანულით თუ გადავიქნევთ თავს,ეგ არის.
სოსო
27 იანვარი 2023 15:00
0
ის იშვიათი შემთხვევაა, როცა პირის გვარი და გონებრივი შესაძლებლობები ერთმანეთს ემთხვევა
ურო
27 იანვარი 2023 13:16
0
საკითხავია ხვიჩა იყო მანდ უფერული თუ მთლიანად რუსეთის ჩემპიონატი და ფეხბურთელები :))))
გიორგი
27 იანვარი 2023 13:09
0
ხვიჩას წარმატებები.
ასეთი გაბოროტებული არსებები სამწუხაროდ გამოჩნდებიან,ამან უფრო უნდა გაგაძლიდროს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც ამოტივტივდებიან, მაგრამ არაუშავს.
პ.ს.
ისე მართალს იძახის თავის ჩემპიონატზე, ვინც არ უნდა მიიყვანონ შედეგს ვერავინ დადებს ისეა იქ ჩასვრილი ყველაფერი.
baggio
27 იანვარი 2023 13:01
1
ჩუგუნოვის ფეხბურთელობაზე რა გითხრათ:) ყოველ შემთხვევაში ვარსკვლავების განლაგებაში ეტყობა რო არ გაუმართლა ხვიჩასავით:)) ხვიჩამ უკვე აჩვენა ვინაა და ყველაფერი წინ აქვს. ჩუგუნოვმა თავისი ,,ბრძნული,, აზრები შემოინახოს თავის რუსი ,, ვარსკვლავებისთვის,,:))))
ბექა
27 იანვარი 2023 12:51
1
არ არის საჭირო ვიღაცეების სულელური და შურიანი ბოდვები აქ გამოაქვეყნოდ
ალეკსანდრე
27 იანვარი 2023 12:49
1
რაააააა,საქართველოში არ არიან შურიანები და ბოღმიანები?რეებს არ წერდნენ არ გახსოვს ამ ბავშვზე?ნაგავი ყველგან ყარს.ამის გამომქვეყნებელს უნდა დაამტვრიო ის თითები რომლითაც ეს ტექსტი ატვირთა.
---------
27 იანვარი 2023 13:23
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული