ლუჩანო სპალეტის გუნდს 50 ქულა აქვს. სეზონის ნახევარში აქამდე მსგავსი ან უკეთესი შედეგი სულ ხუთჯერ დაფიქსირდა, ერთხელ "ინტერმა", დანარჩენი კი "იუვენტუსმა" შეძლო, თუმცა "კალჩოპოლის" სკანდალის გამო, "ბებერი ქალბატონის" 2005-06 წლების სეზონის მიღწევა ანულირებულია.
გავიხსენოთ ამ გუნდებს
თუკი ვიქტორ ოსიმენი გოლის გატანას შეძლებს, ის მისთვის სეზონში მე-14 იქნება, რაც საუკეთესო შედეგის გამეორება გამოვა. აღსანიშნავია, რომ ის სტანდარტულ მდგომარეობებს (პენალტი, ჯარიმა) არ ასრულებს. ნიგერიელს ოთხჯერ ხვიჩა კვარაცხელიამ (სულ 7 შედეგიანი მოქმედება აქვს) გაატანინა. ოსიმენს პიოტრ ზელინსკიც კარგად უგებს. "კვარამ" გუნდთან ერთად ივარჯიშა, ძირითად შემადგენლობას უნდა დაუბრუნდეს, პოლონელს კი სათადარიგოთა სკამზე მოიაზრებენ - სასტარტოში ელიფ ელმასმა უნდა დაიწყოს.
"რომას" "ნაპოლისთვის" 2019 წლის შემდეგ არ მოუგია და ზოგადად, ჟოზე მოურინიოს ლუჩანო სპალეტის წინააღმდეგ უჭირს. პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი 60 წლის გახდა, თუმცა ჟოზემ პომპეზურობაზე უარი თქვა და განაცხადა, "სტადიო მარადონაზე" გამარჯვება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებაო.
ორმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "კვარადონა" ბრუნდება და ის ახლა უკვე "რომას" ემუქრება. ჩვენებურმა ბოლოს სწორედ საშინაო არენაზე ითამაშა და "იუვენტუსის" (5:1) დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა - გაიტანა და ფაქტობრივად, ყველა საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.
ავტორიტეტულმა The Guardian-მა ხვიჩა აღიარა - ქართველი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელეს!
სკუდეტოსთან 33 წლის შემდეგ, კვარაცხელიას ტრანსფერის დიდი დამსახურებით - 1-ელი წრე დასრულდა
პური ამ შემთხვევაში შედეგია.
ნაპოლიში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ვინც პურს მოიპოვებს, მაგრამ ხვიჩა ერთადერთია, ვინც პურის მოტანასთან ერთად, სანახაობას ქმნის.
No Kvara, No show-ო რომ წერენ ფბ-ზე, ამაზე კი ბუზღუნობს ზოგი მისი მოჰეითერო სასტავი, მაგრამ რეალურად ეგრეა, როცა კვარა არაა, ნაპოლი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, სანახაობა აკლიათ. ხანდახან ზელენსკი ან ელმასი თუ გაიფაფხურებენ და სულ ეგაა.
გადახედეთ ნაპოლის სეზონის გოლებს, გატანილ გოლებშიც კი ჩანს თუ რამდენად 10 თავით მაღლა დგას სანახაობრივი ფეხბურთით ხვიჩა დანარჩენებთან შედარებით.