"ნაპოლიში" კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით 100%-იანი ინფორმაცია მაქვს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Napolipiu და AreaNapoli იტყობინებიან, რომ "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ ტელეკომპანია campana Televomero-ს გადაცემა Playamiamo d'Avanto-ში "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა:

"ნაპოლის" ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ, შესაძლოა, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია - ერთადერთი ნამდვილი ჩემპიონები არიან. ნიგერიელი გატანილი 13 გოლით სხვაობას ქმნის. ქართველი, რომელშიც კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მხოლოდ 10 მილიონი გადაიხადა, ახლა არანაკლებ 70 მილიონი ღირს, მაგრამ როგორი იქნება მათი მომავალი? ამის შესახებ ფაბიო მანდარინიმ ისაუბრა:

"ქართველი მარცხენა გარემარბი "ნაპოლიდან" არსად არ წავა,
ეს 100%-იანი ინფორმაციაა. მის დათმობას არ აპირებენ. ოსიმენთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა. ნიგერიელი ცენტრალური თავდამსხმელი თავის მოვალეობას დიდებულად ართმევს თავს და ცხადია, ზაფხულში მის შეძენას ბევრი კლუბი მოინდომებს. მოცემულ მომენტში ასე მგონია, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება განსაკუთრებულად რთული იქნება".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხადია პირველივე სეზონის შემდეგ ნაპოლი არ შეელევა ხვიჩას. მაცდური წინადადებები კი რამოდენიმე იქნება სეზონის შემდეგ. ამ ეტაპზე ხვიჩასთვისაც არ უნდა იყოს ცდუნება დიდი ხელფასი, მისთვის ჯერ განვითარებაა მთავარი. მსუყე კონტრაქტები თავისთავდ მოვა განვითარების შემდეგ. ჩემი აზრით ნაპოლიში უკეთესად განვითარდება მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ. იტალია საუკეთესო ადგილია ტაქტიკურად მოაზროვნე მწვრთნელებთან ერთად იყოს. სპალეტი დაარიგებს ხვალ თამაშის წინ და მისი მოწინააღმდეგე მოურინიო იქნება, მგონი მშვენიერი გამოცდილებაა.
G.LA
08:23 28-01-2023
0
სკუდეტო თუ მოიგეს არც ოსიმენი უნდა წავიდეს და პირიქით უნდა გაძლიერდეს მომდევნო სეზონებისთვის გუნდი.
ერთ სეზონიანი თუ იქნებიან და ყველა ძლიერ ფეხბურთელს ფულის გამო თუ დათმობენ რომ მერე რამდენიმე ტალანტი იყიდონ ეგ სისულელე იქნება.
ხვიჩასავით კი არ გაამართლებს ყველა 10 მილიონად ნაყიდი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული